ნახევარი ქალაქი დანგრეულია: ვრცელდება მძლავრი აფეთქების ვიდეოკადრები ბეირუთიდან

© REUTERS / MOHAMED AZAKIRმძლავრი აფეთქება ბეირუთში
მძლავრი აფეთქება ბეირუთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მძლავრმა აფეთქებამ ნახევარი ქალაქი დაანგრია, საავადმყოფოები ათასობით დაშავებულითაა გადავსებული, არიან დაღუპულები.

თბილისი, 5 აგვისტო ― Sputnik. ბეირუთის პორტში მომხდარი მძლავრი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 78 კაცამდე გაიზარდა, 4 ათასზე მეტი ადამიანი დაშავებულია, იუწყება ტელეარხი „ალ-ჯაზირა“ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. 

ამასთან ლიბანის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება, ვინაიდან ბევრი ადამიანი ამ დროისათვის ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი ― ნანგრევებიდან მათი ამოყვანა ისევ გრძელდება.

მძლავრი აფეთქება ბეირუთში სამშაბათს, საღამოს მოხდა. დაზიანდა ქალაქის ნაგებობების ნახევარი, საავადმყოფოები დაშავებულებითაა გადავსებული.

ლიბანის პრემიერ-მინისტრ ჰასან დიიაბს აფეთქების მიზეზად ის ფაქტი მიაჩნია, რომ პორტში ექვსი წლის განმავლობაში 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატი ინახებოდა არასათანადო პირობებში.  

ლიბანის ძალოვანი სტრუქტურების წინასწარი მონაცემებით, აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც საწყობში შესადუღებელი სამუშაოები მიმდინარეობდა იმ ხვრელის ამოსავსებად, რომლის მეშვეობითაც ბოროტგანმზრახველებს ქურდობის ჩადენა შეეძლოთ.

ტრაგედიასთან დაკავშირებით ლიბანში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. პრეზიდენტმა მიშელ აუნმა მთავრობის სასწრაფო სხდომა მოიწვია, რათა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.

ყველა ახალი ამბავი
0