04:19 29 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8708
  • 100 RUB4.2140
  • USD3.3203
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (506)
128 0 0

მეცნიერებმა 40 ათასზე მეტი პაციენტის მონაცემები გამოიკვლიეს, რომლებსაც ბოტოქსის ინექცია უკეთდებოდათ, და ძალიან საინტერესო დასკვნა გააკეთეს

თბილისი, 3 აგვისტო ― Sputnik. ბოტოქსის ინექციამ შესაძლოა ერთგვარ ანტიდეპრესანტის როლიც შეასრულოს, ასკვნიან ამერიკელი მეცნიერები, რომელთა კვლევაც ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა. 

აღნიშნება, რომ ბოტულოტოქსინის პრეპარატები ხშირად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, რომლის ინექციებიც ადუნებს კუნთებს და ასწორებს ნაოჭებს. გარდა ამისა, ბოტოქსს ასევე იყენებენ მედიცინაშიც კუნთების სპაზმებთან გასამკლავებლად.  

მეცნიერებმა 40 ათასზე მეტი პაციენტის მონაცემები გამოიკვლიეს და აღმოაჩინეს, რომ მათ, ვისაც ბოტოქსს უკეთებდნენ, დეპრესიისა თუ მსგავსი სინდრომების დიაგნოზს 40-დან 88%-მდე იშვიათად უსვამდნენ. ამასთან, ეს ეფექტი დგებოდა მიუხედავად იმისა, თუ სხეულის რომელ ნაწილზე კეთდებოდა ინექცია ― სახის კუნთებში, ხელებში, ფეხებში თუ საზარდულის არეში.

რამდენ ხანს გრძელდება უბედურება და ბედნიერება? – მეცნიერებმა გამოთვალეს>>

გარდა ამისა, მანამდე მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ბოტოქსის ინექციას გაცხიმოვნებასთან ბრძოლა შეუძლია. ნორვეგიელმა მეცნიერებმა ლაბორატორიულ ვირთხებზე ჩაატარეს ექსპერიმენტი. ამ დროს მათ ბოტოქსის ინექციას ეგრეთ წოდებულ მოხეტიალე ნერვში უკეთებდნენ კუჭის არეში. ამის შემდეგ მღრღნელები ნაკლებად ეტანებოდნენ საკვებს და ხუთ კვირაში წონის 20-30% დაიკლეს.

 

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (506)

მთავარი თემები