18:27 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2066)
412 0 0

ბანკის განყოფილებაში, რომელიც ქალაქის ცენტრში, ბიზნეს-ცენტრის შენობაში მდებარეობს, ახალგაზრდა მამაკაცი ბომბის აფეთქებით იმუქრება.

თბილისი, 3 აგვისტო ― Sputnik. პოლიცია მოლაპარაკებებს აწარმოებს მამაკაცთან, რომელიც კიევის ბიზნეს-ცენტრში არსებულ ბანკში ბომბის აფეთქებით იმუქრება, აცხადებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკო.

„3 აგვისტოს, 12 საათზე პოლიციაში „უნივერსალ–ბანკის“ წარმომადგენელმა დარეკა და შეატყობინა, რომ ბანკის განყოფილებაში უცნობი, დაახლოებით 35 წლის მამაკაცი იმყოფება, რომლის თქმითაც, ზურგჩანთაში ბომბი უდევს და პოლიციის გამოძახებას ითხოვს. ბანკის თანამშრომლებმა შენობა დატოვეს, ხოლო განყოფილების ხელმძღვანელი ადგილზე საკუთარი სურვილით დარჩა. ამოქმედდა სპეციალური საპოლიციო რეჟიმი „გრომი“. პოლიციამ მოლაპარაკებები დაიწყო ტერორისტთან“, ― დაწერა გერაშჩენკომ საკუთარ  Facebook-გვერდზე.

ცოტა ხნის წინ გერაშჩენკომ დააკონკრეტა, რომ, წინასწარი ინფორმაციით, ტერორისტი უზბეკეთის მოქალაქე სუჰრობ კარიმოვია, რომელიც დაბადებულია 1988 წლის 25 მარტს. 

შეგახსენებთ, რომ მანამდე, 21 ივლისს უკრაინაში, ლუცკის ცენტრში მამაკაცმა ავტობუსის 13 მგზავრი აიყვანა მძევლად. მას თან ჰქონდა ასაფეთქებელი მოწყობილობა და სხვა იარაღი. მაშინ მძევლების გათავისუფლება მოხერხდა, ხოლო მამაკაცი დააკავეს. ამის შემდეგ, 23 ივლისს პოლტავის ოლქში მამაკაცმა, რომლის დაკავებასაც ცდილობდნენ, მძევლად აიყვანა პოლიციელი და მასთან ერთად გაიქცა პოლიციის ავტომობილით.  

მოგვიანებით მან მძევალი უვნებლად გაათავისუფლა, მანქანა მიატოვა და გაუჩინარდა. 1 აგვისტოს ანტონ გერაშჩენკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციელებმა აღნიშნული მამაკაცი მას შემდეგ მოკლეს, რაც მან კიდევ ერთხელ აიყვანა დაკავებისას მძევლად პოლიციელი.  

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2066)

მთავარი თემები