მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კორონავირუსის ვაქცინაზე უკვე რიგი დგას: მდიდარი ქვეყნები წინასწარ ირეზერვებენ მარაგს

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიკორონავირუსის ვაქცინის გამოცდა
კორონავირუსის ვაქცინის გამოცდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომ კორონავირუსის ვაქცინას პირველად ღარიბი ქვეყნები მიიღებენ.

თბილისი, 3 აგვისტო ― Sputnik. შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და იაპონიამ უკვე დაირეზერვეს კორონავირუსის ვაქცინის 1,3 მილიარდი დოზა, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი ფორმულა ჯერ კიდევ არ არის შექმნილი, წერს გამოცემა Bloomberg Airfinity-ს კვლევაზე დაყრდნობით.

ბილ გეიტსი - Sputnik საქართველო
ბილ გეიტსი: ვაქცინის ერთი დოზა საკმარისი არ იქნება

გამოცემა ირწმუნება, რომ შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა მოილაპარაკეს კომპანია Sanofi-სთან და ასევე GlaxoSmithKline Plc-თან, ხოლო იაპონიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას Pfizer-თან. გარდა ამისა, ევროკავშირის ქვეყნები ასევე „აგრესიულად“ არიან განწყობილი ამ საკითხში და აპირებენ, პირველებმა შეისყიდონ პრეპარატის აუცილებელი დოზები.

ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ვაქცინის დოზა არ იქნება საკმარისი პლანეტის 7,8 მილიარდი მოსახლისთვის და ამიტომ მდიდარი ქვეყნები ბოლოში აღმოჩნდებიან ვაქცინის რიგში. საქმე ისაა, რომ, როგორც მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, COVID-19-ის ვაქცინას პირველად ღარიბი ქვეყნები, ასევე სამედიცინო მუშაკები და რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანები მიიღებენ.

ჯანმოს ემბლემა - Sputnik საქართველო
მასობრივი ვაქცინაცია COVID-19-ზე: ჯანმო ახალ პროგნოზს აქვეყნებს

გარდა ამისა, ანალიტიკოსების აზრით, კიდევ ერთი დაბრკოლება გლობალური იმუნიზაციის საკითხში ისაა, რომ იმუნიტეტის გამომუშვებას, სავარაუდოდ, არა ერთი, არამედ ორი დოზა დასჭირდება.   

Bloomberg-ი იხსენებს 2009 წლის შემთხვევას, როდესაც მსოფლიო უკვე აღმოჩნდა მსგავს ვითარებაში ღორის გრიპის პანდემიისას. მაშინ მდიდარმა ქვეყნებმა ვაქცინის მიწოდებაზე მონოპოლია მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ 25 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთგვარად დაიტრაბახა, რომ შეერთებულმა შტატებმა პრეპარატ „რემდესივირის“ მსოფლიო მარაგების 90% შეისყიდა, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ერთ-ერთი სამკურნალო საშუალებაა.

ყველა ახალი ამბავი
0