თვითგანადგურების უნარი: მეცნიერებმა ტუბერკულოზის ახალი თვისება აღმოაჩინეს

© Photo: Pixabayპაციენტი
პაციენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადების – ტუბერკულოზის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 1,5 მლნ ადამიანი იღუპება.

თბილისი, 3 აგვისტო ― Sputnik. მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა აღმოაჩინა ახალი ტოქსინი, რომელიც ტუბერკულოზის ბაქტერიის ცხოველქმედებისთვის აუცილებელ ამინომჟავებს ბლოკავს, რომელთა გარეშეც მავნებელი მიკროორგანიზმები იღუპება.

მეცნიერთა კვლევა გამოქვეყნებულია საიტზე Phys.org.

შპრიცი - Sputnik საქართველო
დასახელდა ყველაზე მომაკვდინებელი ინფექცია მსოფლიოში

როგორც წესი, ტუბერკულოზის ჩხირი აზიანებს ფილტვს, მაგრამ ასევე შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს გლანდებზე, ძვლებსა და ნერვულ სისტემაზე. ამასთან ბაქტერიები გამოიმუშავებს ტოქსინებს, რომლებიც მათ ახალ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება.  

ახლა კი მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზოგჯერ ეს ტოქსინები თავად ბაქტერიებს ვნებს.

კვლევის დროს სწავლულებმა აღმოაჩინეს ახალი ტოქსინი MenT, რომელიც ბაქტერია Mycobacterium tuberculosis-ს გამოიმუშავებს. აღნიშნული ტოქსინი თრგუნავს იმ ამინომჟავებს, რომელიც ბაქტერიას ცილის საწარმოებლად ესაჭიროება.

„ამგვარად Mycobacterium tuberculosis-ის ზრდა ჩერდება და ბაქტერია იღუპება“, ― ნათქვამია კვლევაში.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მათი შრომა საფუძვლად დაედება ახალი თაობის სამედიცინო პრეპარატებს ტუბერკულოზის სამკურნალოდ.

 

ყველა ახალი ამბავი
0