09:45 13 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6237
  • 100 RUB4.2107
  • USD3.0785
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1940)
113 0 0

ამერიკული კომპანია მალე ოთხი ბარბისგან შემდგარ კომპლექტს გამოუშვებს, რომლებიც ერთმანეთისგან არა მარტო კანის ფერით, არამედ ტანსაცმლის სტილითა და აღნაგობითაც განსხვავებულები იქნებიან.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. კომპანია Mattel Inc ოთხი თოჯინა ბარბისგან შემდგარ კომპლექტს გამოუშვებს აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, იუწყება ABC News.

ნაკრებში შევა კანის ფერით, ეროვნებით, ტანსაცმლის სტილითა და აღნაგობით განსხვავებული თოჯინები. ესენი იქნებიან კამპანიების მენეჯერები, არჩევნებში მონაწილე კანდიდატები, ამომრჩევლები და სხვა პროფესიის ბარბები.

​მწარმოებელს სურს, რომ ნორჩმა ამერიკელებმა ამთავითვე გაიაზრონ თავიანთი როლის მნიშვნელობა საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლაში.  

კომპანიაში აღნიშნეს, რომ ბარბი პატარა ამერიკელებს 1959 წლიდან უბიძგებს ლიდერობისკენ როგორც სკოლაში, ისე საზოგადოებასა და ქვეყანაში.

„თოჯინების ახალი კოლექცია იმისთვის იქმნება, რომ დაიძლიოს ბარიერები ლიდერობისკენ მიმავალ გზაზე. გოგონებს ამით ვაძლევთ ინსტრუმენტს, რომელიც მათ თავიანთი მომავალი როლის წარმოდგენასა და მორგებაში დაეხმარება“, — განაცხადა კომპანია Mattel Inc-ის ვიცე-პრეზიდენტმა ლიზა მაკნაიტმა.

მისი თქმით, კომპანია ასეთი მეთოდით აპირებს დააინტერესოს გოგონები ქვეყნის მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობით.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში Mattel-მა წარმოადგინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თოჯინების კოლექცია, რათა ფასეულობების სისტემაზე გავლენა მოეხდინა. ხოლო კიდევ უფრო ადრე, 2019 წლის სექტემბერში გენდერულად ნეიტრალური ბარბები გამოუშვა სხვადასხვა ოპციებით.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (1940)

მთავარი თემები