23:29 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (493)
25910

აშშ-ის კოსმოსური სააგენტო NASA ავრცელებს ვიდეოს, რომელზეც მარსის კადრები მეცნიერების ისტორიაში პირველად გადმოიცემა გამაოგნებლად მაღალი გაფართოებით.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ამერიკული კოსმოსური სააგენტო NASA-ს როვერებმა დედამიწაზე ზემაღალი გაფართოების 4K ვიდეორგოლები გადმოგზავნეს, რომლებზეც პლანეტა მარსის პანორამაა აღბეჭდილი.

10-წუთიან ვიდეოზე, რომელიც YouTube-ზეა გამოქვეყნებული, მარსის პანორამული ხედებია დაფიქსირებული — გიგანტური უდაბნოებით, მასიური დიუნებით, დამსკდარი ზედაპირითა და ბასრი ქვებით.

„მარსის კადრები მეცნიერების ისტორიაში პირველად გადმოიცემა გამაოგნებლად მაღალი 4K გაფართოებით", – ამბობენ ვიდეოს ავტორები.

მათი განმარტებით, ვიდეო NASA-ს როვერების — Spirit-ის, Opportunity-სა და Curiosity-ს მიერ გადაღებული ციფრული ფოტოების გამოყენებით დამზადდა. სპეციალისტებმა აღნიშნული ფოტოები ისე „შეკერეს“, რომ მარსის ზედაპირზე მოძრავი ვიდეოკამერის ილუზია შექმნილიყო.

 

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (493)

მთავარი თემები