ანადგურებს 30 წუთში: შვეიცარული ანტივირუსული ჯინსები მალე გაიყიდება – ცნობილია თარიღი

გამოწერა
კომპანიამ ანტივირუსულ ტექნოლოგიაზე მუშაობა, რომელიც 2013 წელს დაიწყო, კორონავირუსის პანდემიის გამო დააჩქარა.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. შვეიცარული კომპანია HeiQ-ს სპეციალისტებმა შექმნეს სითხე სახელწოდებით Viroblock, რომელიც ქსოვილზე ვირუსს ანადგურებს, იუწყება გამოცემა Dazed.

​გავრცელებული ინფორმაციით, ტექნოლოგია COVID-19-ის გამომწვევ ბაქტერიებს 99,9%-იანი ეფექტურობით ანადგურებს.

ირკვევა, რომ გამოგონება ჯინსის ქსოვილზე წარმატებით გამოიცადა და ახლა კომპანია ბრენდებთან Warp+Weft-სა და DL1961-თან ერთად აპირებს ანტივირუსული ჯინსების კოლექციის გამოშვებას.

კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ Viroblock-ით დაფარული ქსოვილი 30 გარეცხვას უძლებს და ამ ხნის განმავლობაში ინარჩუნებს ბაქტერიების მოსპობის უნარს.

ანტივირუსული კოლექციის გამოშვება 1 ოქტომბრისთვის იგეგმება.

„ჩვენი ჯინსების დანიშნულება ისაა, რომ კარგად გამოიყურებოდეთ და თავს უსაფრთხოდ გრძნობდეთ“, — აცხადებს ბრენდის წარმომადგენელი სარა აჰმედი.

კომპანია HeiQ-ში აცხადებენ, რომ Viroblock-ის ტექნოლოგიაზე მუშაობა 2013 წელს დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ აიძულა მისი სპეციალისტები, დაეჩქარებინათ კვლევები.

Viroblock-ის თხელი ფენით დაფარული ჯინსები, როგორც მისი შექმნელები ირწმუნებიან, ვირუსებს ნახევარ საათში ანადგურებს.

ყველა ახალი ამბავი
0