მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ქალი უცნობ მოხუცს დაეხმარა და მილიარდერისგან ძვირფასი საჩუქარი მიიღო – ვიდეო

© Pixabay / PublicDomainPicturesმოხუცისა და ახალგაზრდის ხელები
მოხუცისა და ახალგაზრდის ხელები  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა ქალი ქუჩაში მიმავალ უსინათლო მოხუცს სრულიად უანგაროდ დაეხმარა, რაც თვითმხილველმა კამერით გადაიღო.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ახალგაზრდა ინდოელი ქალი მოხუც უსინათლო მამაკაცს დაეხმარა და სრულიად მოულოდნელად ქონების მფლობელი გახდა, იუწყება NDTV.

ირკვევა, რომ ქუჩაში მიმავალმა სუპრიამ (ასე ჰქვია ქალს) დაინახა, როგორ ცდილობდა მოხუცი დასწეოდა ავტობუსს, მაგრამ ვერ ახერხებდა ამას. მაშინ ქალი თავად გაედევნა ავტობუსს და კონტროლიორს მისი გაჩერება სთხოვა.

ამის შემდეგ სუპრიამ მოხუცს ხელი მოჰკიდა, ტრანსპორტთან მიიყვანა და ასვლაშიც დაეხმარა.

​ქალს წარმოდგენაც კი არ შეეძლო, რომ ამ ყველაფერს ვიღაც კამერით იღებდა. ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელ Twitter-ში 8 ივლისს გამოაქვეყნა მომხმარებელმა Vijayakumar IPS, მალე ვირუსულად იქცა — სულ რაღაც ერთ წუთში ის მილიონობით ადამიანმა ნახა და გაიზიარა. სუპრიას საქციელს მთელი ქვეყანა იწონებდა.

​​მალე ახალგაზრდა ქალის შესახებ ინდოელმა საიუველირო მაგნატმა ჯო ალუკასმა შეიტყო და გადაწყვიტა დაეჯილდოებინა სუპრია. ოლიგარქმა გაარკვია, რომ ის კეთილმოუწყობელ ნაქირავებ ოთახში ცხოვრობდა და საფეიქრო ფაბრიკაში მუშაობდა. იმისათვის, რომ სუპრიას მძიმე ცხოვრება შეემსუბუქებინა, ალუკასმა მას ბინა აჩუქა.

ამით ოლიგარქმა ბევრი სხვა ადამიანიც წაახალისა სიკეთის კეთებისკენ.

ყველა ახალი ამბავი
0