23:12 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2066)
174 0 0

მილიარდერის თქმით, დღეისათვის არსებულ არც ერთ ვაქცინას არ უჩვენებია ეფექტი ერთი დოზის შეყვანის შემდეგ.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტის ფორმირებას შესაძლოა დასჭირდეს ვაქცინის არა ერთი, არამედ რამდენიმე დოზა, განაცხადა კორპორაცია Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა, რომლის ფონდმაც 300 მლნ დოლარი გამოყო COVID-19-თან ბრძოლისთვის. 

აღნიშნულის თაობაზე იუწყება ტელეარხი CBS News.

„დღეისათვის არც ერთ ვაქცინას არ უჩვენებია მოქმედების დაწყება ერთი დოზის შეყვანის შემდეგ. თავდაპირველად ამის იმედი არსებობდა“, — განუცხადა გეიტსმა ტელეარხს.

ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ რომელიმე ვაქცინა, განსაკუთრებით, მეორე თაობისა, ნამდვილად შეძლებს „გაოცებას“.

„იმედი გვაქვს, რომ სულ ორი [დოზა იქნება საკმარისი]. თუმცა ასაკოვანი ადამიანების შემთხვევაში შესაძლოა ზოგჯერ მეტიც გახდეს საჭირო“, — განმარტა Microsoft-ის დამფუძნებელმა.

აღსანიშნავია, რომ ბილ გეიტსის ფონდი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეორე უმსხვილესი დონორია, რომელიც 2018-2019 წლებში 9,76%-ით ავსებდა ორგანიზაციის ბიუჯეტს. ფონდი წამლებისა და ვაქცინების სფეროში კვლევების დაფინანსებითაა დაკავებული.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2066)

მთავარი თემები