მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სააკაშვილი ლაპარაკობს, ქვეყანა ბოდიშს იხდის: უკრაინელი მინისტრი უკმაყოფილოა

© Facebook / Mikheil Saakashviliმიხეილ სააკშვილი
მიხეილ სააკშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი უკმაყოფილოა „არასრულუფლებიანი“ სააკაშვილის გამონათქვამების გამო, რის შემდეგაც ქვეყანას ბოდიშების მოხდა უწევს.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. სააკაშვილის თითოეული გამონათქვამის შემდეგ უკრაინას ბოდიშების მოხდა უწევს, განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველო უკრაინისგან განმარტებას მოითხოვს: სააკაშვილის მორიგი განცხადება
„არსებობს უკრაინის მოქალაქე, რომელიც არ არის აღჭურვილი უფლებამოსილებით... წარმოადგინოს ქვეყანა, მაგრამ რომელიც აქტიურად აკომენტარებს ვითარებას საქართველოში არჩევნების წინ. ამ მოქალაქეს მიხეილ სააკაშვილი ჰქვია. და მისი ყოველი განცხადება იმით მთავრდება, რომ უკრაინის ელჩს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იძახებენ უკმაყოფილების გამოსახატად. აქ დისბალანსი ისაა, რომ კერძო პირი გამოდის, სახელმწიფო კი იმკის“, — განაცხადა კულებამ ბრიფინგზე.

ამასთან მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ძალიან აფასებს საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობას და იმედი აქვს, რომ „ეს გამღიზიანებელი“ მათ ურთიერთობაში არ იარსებებს.

  • „მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ნებისმიერი კერძო პირის განცხადებამ არ შეიძლება დაარღვიოს და გაყინოს ჩვენს ხალხებს ან ქვეყნებს შორის ურთიერთობები“, — დაამატა მინისტრმა.

მანამდე მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ არ აღიარებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას და საპარლამენტო არჩევნების დროს „წინა ხაზზე“ დადგება. ამ განცხადების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ განმარტება მოსთხოვა უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვს, რომლის თქმითაც, ცალკეული არასრულუფლებიანი პირების სიტყვები არ შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოს პოზიციად.

 

ყველა ახალი ამბავი
0