მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აზერბაიჯანი–სომხეთის კონფლიქტი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Асатур Есаянцბრძოლა ყარაბაღში
ბრძოლა ყარაბაღში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მომხდარმა საბრძოლო შეტაკებამ, რომელიც საქართველოს საზღვრის მახლობლად მოხდა, მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. აშშ გმობს ძალადობას სომხეთი–აზერბაიჯანის საზღვარზე, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მორგან ორტაგუსმა.

ვითარება მთიან ყარაბაღში - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანმა სომხეთის საყრდენი პუნქტი გაანადგურა: ვრცელდება ვიდეო
„ჩვენ ვგმობთ ძალადობას სომხეთი–აზერბაიჯანის საზღვარზე და მოვუწოდებთ მხარეებს, შეწყვიტონ ძალის გამოყენება, თავი აარიდონ შემდგომ ესკალაციას და მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. აშშ კვლავ მზადაა, დახმარება გასწიოს ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად“, — დაწერა ორტაგუსმა Twitter-ზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა განცხადება, რომ შეშფოთებულია შექმნილი ვითარებით და მზადაა ხელი შეუწყოს მხარეებს ვითარების დასტაბილურებაში.

კვირა დილით შეტაკება მოხდა აზერბაიჯანსა (თოვუზის რაიონი) და სომხეთს (ტავუშის ოლქი) შორის საზღვარზე. აღსანიშნავია, რომ ეს ტერიტორია, რომელიც საკმაოდ ახლოსაა საქართველოს საზღვართან, ასობით კილომეტრითაა დაშორებული არაღიარებული მთიანი ყარაბაღიდან, სადაც ამ დროისათვის სიმშვიდეა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომეხმა სამხედროებმა მათი პოზიციები დაცხრილეს, ხოლო სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები არტილერიის დახმარებით ცდილობდნენ სომხური საყრდენი პუნქტის მიტაცებას.

ბაქოს ინფორმაციით, ბრძოლებში დაღუპა ოთხი აზერბაიჯანელი სამხედრო, ხოლო ერევანი უარყოფს მათი მხრიდან დაღუპულების არსებობას და აცხადებს, რომ შეტაკებისას ორი პოლიციელი და სამი სამხედრო დაიჭრა.

სროლები გაგრძელდა ორშაბათსაც. კერძოდ, ერევანი აცხადებდა, რომ ბაქო 15–20 წუთიანი ინტერვალით ცხრილავდა ტერიტორიას, ხოლო ბაქო სომხურ მხარეს აბრალებს სროლების წარმოებას.

 

ყველა ახალი ამბავი
0