13:45 07 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6402
  • 100 RUB4.1843
  • USD3.0737
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1919)
178 0 0

საფრანგეთის მთავრობა აქვეყნებს იმ სახელმწიფოთა სიას, რომლებიც ეპიდემიოლოგიურად არაკეთილსაიმედო ქვეყნების ჩამონათვალში არ შედიან.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საფრანგეთის ხელისუფლება კორონავირუსით ინფიცირებაზე ტესტირებას ჩაუტარებს ყველას, ვინც არაკეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ქვეყნებიდან ჩამოვა, იუწყება Le Parisien მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელზე გაბრიელ ატალზე დაყრდნობით.

„ჩვენ განზრახული გვაქვს აეროპორტებშივე ჩავუტაროთ ტესტირება კორონავირუსით ინფიცირების მაღალი რისკის ქვეყნებიდან ყველა შემომსვლელს“, — განაცხადა ატალმა.

მისი თქმით, საფრანგეთს ერთ დღეში 2 ათასამდე მოგზაურის ტესტირება შეუძლია.

ამასთან ატალმა განმარტა, რომ ტესტირება არ შეეხება მათ, ვინც საფრანგეთში გამგზავრებამდე გაივლის ტესტირებას საკუთარ ქვეყანაში და აეროპორტში შესაბამის დოკუმენტს წარადგენს.

Le Parisien-ის ცნობით, არაკეთილსაიმედო ქვეყნების ჩამონათვალში შედის მსოფლიოს ყველა სახელმწიფო, გარდა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა.  

მათ გარდა სარისკო ეპიდემიოლოგიური ვითარების მქონე ქვეყნებს შორის ასევე არ მოიაზრებიან: საქართველო, ავსტრალია, ანდორა, ვატიკანი, დიდი ბრიტანეთი, ისლანდია, კანადა, ლიხტენშტეინი, მაროკო, მონაკო, ნორვეგია, ახალი ზელანდია, შვეიცარია, იაპონია, სამხრეთ კორეა, რუანდა, სან–მარინო, სერბეთი, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (1919)

მთავარი თემები