09:08 23 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8086
  • 100 RUB4.1842
  • USD3.2181
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (525)
93 0 0

იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანში დეპრესიულ მდგომარეობას იწვევს ვირუსი, რომელიც ორგანიზმში მთელი ცხოვრების განმავლობაში ცოცხლობს.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ადამიანში დეპრესიას კონკრეტული ვირუსი იწვევს, რომლის აღმოჩენაც სისხლის ანალიზით არის შესაძლებელი, დაასკვნეს იაპონიის ძიკეის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერებმა.

„სულ არსებობს რვა სახის ჰერპესი. ჩვენ ჰერპესის ვირუსის მეექვსე სახეობას ვსწავლობთ, რომელიც ადამიანის ორგანიზმში, სხვა სახეობების მსგავსად, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ცხოვრობს — ადამიანების 100% არის მეექვსე ტიპის ვირუსის მატარებელი“, — განუცხადა პროფესორმა კაძუჰირო კონდომ საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს.

მისი თქმით, როგორც წესი, ვირუსი სისხლში იმალება, ხოლო სტრესისა და გადაღლილობის დროს მისი რაოდენობა მკვეთრად იმატებს და უკვე ნერწყვშიც ჩნდება. ამ დროს ის ცდილობს შეაღწიოს თავის ტვინში და დააინფიციროს ის.

მედიკოსის განმარტებით, ტვინსა და ცხვირის ღრუს უკანა ნაწილს შორის მდებარეობს სასუნთქი ბოლქვი, რომელსაც ვირუსი აზიანებს და ამის შემდეგ კვლავ ლატენტურ მდგომარეობას უბრუნდება.  

„სასუნთქი ბოლქვი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტვინში — ის ემოციებს უკავშირდება. ამიტომ როცა მისი უჯრედები იღუპება, ეს გავლენას ახდენს ემოციებზე. მაგალითად, გროვდება სტრესი. სტრესი კი არის რეაქცია გარე გამღიზიანებლებზე, მაგალითად, სამსახურებრივ პრობლემებზე, უსიამოვნებებზე. ეს ტვინის რეაქციაა, რაც არის კიდეც დეპრესიის მიზეზი“, — აცხადებს პროფესორი კონდო.

იაპონელი მეცნიერების კვლევებით დგინდება, რომ ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომლებიც ჰერპესის ვირუსის პროტეინებს ებრძვის. სწორედ ეს პროტეინები ანადგურებს ტვინის უჯრედებს ჭარბი რაოდენობის კალციუმით.

ჰერპესის მკურნალობა – ყველაზე ეფექტური ხალხური მეთოდები

მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ მათი აღმოჩენა ხელს შეუწყობს ეფექტური პრეპარატის შექმნას, რომელიც ვირუსისა და დეპრესიის დამარცხებას გახდის შესაძლებელს.

 

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (525)

მთავარი თემები