თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. აშშ-ის ქალაქ მაიამიში კომენდანტის საათი დაწესდა კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, განაცხადა ფლორიდის უმსხვილესი ოლქის მერმა დეიდ კარლოს ჰიმენესმა.
„მე ვიღებ დამატებით ზომებს, რათა COVID-19-ის გავრცელება გაკონტროლდეს. წესდება ღამის საკომენდანტო საათი 22:00 საათიდან 06:00 საათამდე — მაიამი დეიდის მთელ ოლქში“, — წერს ჰიმენესი თავის Twitter-აკაუნტზე.
ოლქის მერის თქმით, გასართობი დაწესებულები, მათ შორის კაზინოები და თეატრები, ჯერჯერობით არ გაიხსნება.
I’m taking additional measures to control the spread of COVID-19, imposing a nightly curfew from 10 p.m. to 6 a.m. until further notice for all of Miami-Dade County. We're also rolling back the opening of entertainment venues effective July 3rd. (1/2) https://t.co/rfPI2vQBRh
— Mayor Carlos A. Gimenez (@MayorGimenez) July 2, 2020
გავრცელებული ინფორმაციით, ხუთშაბათს ფლორიდაში COVID-19-ით დაავადების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა — ერთი დღე-ღამის განმავლობაში 10 109 კაცი დაინფიცირდა.
აღსანიშნავია, რომ ივნისში აშშ-ის შტატების ნახევარზე მეტში მკვეთრად მოიმატა COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობამ მასობრივი პროტესტებისა და ასევე შეზღუდვების მოხსნის გამო.
ამ დროისათვის მთელ რიგ შტატებში, მათ შორის მოსახლეობის მიხედვით ყველაზე მსხვილ ტეხასსა და ფლორიდაში, ეკონომიკის „გახსნის“ ზომები შეჩერებულია.