მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დედამ შვილის თავთან დანახული მოჩვენება კამერაზე აღბეჭდა: ვრცელდება კადრები

გამოწერა
დიდი ალბათობით, ეს ბავშვის ბებია და ბაბუა უნდა ყოფილიყვნენ, რომლებიც შვილიშვილის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალნენ.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ახალგაზრდა დედამ მოჩვენებების არსებობა მას შემდეგ ირწმუნა, რაც ერთ დღეს ვიდეოძიძის ეკრანზე შვილის თავთან ვიღაცის ხელები დააფიქსირა, იუწყება The Sun.

​გავრცელებული ინფორმაციით, ეს ამბავი 28 წლის ბრიტანელ ჩარლი დევისს მიმდინარე წლის თებერვალში შეემთხვა.

ირკვევა, რომ შინ მარტო მყოფმა დედამ ოთხი თვის ვაჟი აიზეკი დასაძინებლად დააწვინა, ვიდეოძიძა ჩართო და თავად სამზარეულოში გავიდა დასალაგებლად. რაღაც მომენტში ქალმა ეკრანს შეხედა და შვილის თავთან ვიღაცის ხელები დაინახა.

„შოკში ჩავვარდი. მეგონა, რომ ოთახში ვიღაც შეიპარა ბავშვის გასატაცებლად“, — ამბობს ჩარლი, რომელიც მყის შვილისკენ გაიქცა.

მაგრამ საძინებელში შევარდნილ დედას იქ არავინ დახვდა აიზეკის მეტი, რომელსაც ტკბილად ეძინა. თუმცა ვიდეოძიძის ეკრანზე ისევ ჩანდა ხელები.

შეძრწუნებულმა ჩარლი დევისმა ეკრანისთვის ფოტოს გადაღება მოასწრო, რის შემდეგაც ელექტროძიძა თავისით გამოირთო, ხოლო როცა კვლავ ჩაირთო, ეკრანზე აღარავინ ჩანდა.   

​ირკვევა, რომ ქალმა დახმარებისთვის მედიუმს მიმართა, რომლის თქმითაც ხელები, დიდი ალბათობით, ჩარლის ქმრის მშობლებს ეკუთვნოდა.

საქმე ისაა რომ ბებია და ბაბუა ვერ მოესწრნენ შვილიშვილს — ისინი აიზეკის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალნენ. როგორც ჩანს, მათმა სულებმა იპოვეს გზა, მოენახულებინათ შვილიშვილი და ეზრუნათ მასზე, ვინაიდან იმ მომენტში ბავშვი სერიოზულად იყო გაციებული.

ჩარლი დევისის თქმით, იმ დღის შემდეგ მას მსგავსი აღარაფერი შეუნიშნავს.

ყველა ახალი ამბავი
0