12:56 07 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6402
  • 100 RUB4.1843
  • USD3.0737
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (455)
309 0 0

ცხოველებთან „დიალოგისთვის“ იაპონელი მეცნიერები გამოიყენებენ ტექნოლოგიას, რომელიც მანამდე მეტყველებადაკარგულ ადამიანებთან ურთიერთობისთვის შეიქმნა.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. იაპონელი მეცნიერები ქმნიან ელექტრომოწყობილობას, რომელიც ადამიანს საშუალებას მისცემს, გაუგოს ცხოველებს მათი აზრების „ვერბალიზაციის“ გზით, იუწყება РИА Новости ქვეყნის განათლების, კულტურის, სპორტისა და ტექნოლოგიების სამინისტროზე დაყრდნობით. 

როგორც სააგენტოს უწყებაში განუმარტეს, დიალოგი ადამიანსა და ცხოველს შორის ნეიროკომპიუტერული ინტერფეისის მეშვეობით მოხერხდება. ეს არის სპეციალური აპარატი, რომელიც ტვინს ფუნქციონალური მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატთან დააკავშირებს.

ინტერფეისის საფუძვლად აღებულია ტექნოლოგია, რომელიც თავდაპირველად მეტყველების უნარდაკარგული ადამიანებისთვის შეიქმნა, მაგალითად, პარალიზებულებისა და ყრუ-მუნჯებისთვის.

ირკვევა, რომ ტვინში იმპლანტირებული ელექტროდები შესაძლებელს გახდის ტვინის სიგნალების წაკითხვას, რა დროსაც კურსორი ეკრანზე იმოძრავებს და ცხოველის აზრებს სიტყვებით გადმოსცემს.  

უწყებაში ვარაუდობენ, რომ ახალი ტექნოლოგია აზრის შორ მანძილზე გადაცემასაც გახდის შესაძლებელს. 

გარდა ამისა, სამინისტროში იმედი აქვთ, რომ იაპონელი მეცნიერების მიერ შექმნილი მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელი იქნება უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოების დროსაც – დაშავებულების მოსაძებნად.

აღსანიშნავია, რომ მანამდე მსგავსი კვლევები უკვე ჩატარდა აშშ-ში. ამერიკელმა ბიოლოგებმა შექმნეს ნეიროჩიპი, რომელიც რეალური დროის რეჟიმში კითხულობს ადამიანის ტვინის სიგნალებს და შიფრავს მათ.

გარდა ამისა, შეერთებულ შტატებში უკვე ცნობილია ტექნოლოგია, რომლის დახმარებითაც კომპიუტერი ან „ახმოვანებს“ ძაღლის აზრებს, ან გადმოსცემს ტექსტის სახით. ამისთვის ძაღლს აცმევენ განსაკუთრებულ მაღალტექნოლოგიურ ჟილეტს, რომელიც ააქტიურებს სენსორებს და სმარტფონზე გზავნის სიგნალებს, რომლებიც ხმოვან ან ტექსტობრივ შეტყობინებად ფორმირდება.

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (455)

მთავარი თემები