19:32 04 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1799)
95 0 0

წინასწარი ვერსიით, ეჭვმიტანილსა და მართლწესრიგის დამცველებს შორის შელაპარაკების შედეგად ეჭვმიტანილმა პისტოლეტი ამოიღო და პოლიციელებს ესროლა

თბილისი, 29 ივნისი - Sputnik. ქალაქ ტულსაში, ოკლაჰომას შტატში 32 წლის მამაკაცმა სროლა ატეხა - პოლიციის ორი ოფიცერი კრიტიკულ მდგომარეობაშია, იუწყება ტულსას პოლიციის სამმართველო.

ქალაქის პოლიციის ინფორმაციით, პოლიციის ოფიცრებმა ეჭვმიტანილი, რომელიც საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა, ადგილობრივი დროით ღამის 03:20 საათზე გააჩერეს, რის შემდეგაც მათ შორის შელაპარაკება მოხდა.

„ეჭვმიტანილმა დევიდ უეამ პოლიციელებს იარაღი დაუმიზნა და რამდენჯერმე ესროლა. ორივე ოფიცერი დაიჭრა, ამჟამად ორივე კრიტიკულ მდგომარეობაშია და ოპერაცია უკეთდება“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ეჭვმიტანილი დანაშაულის ადგილიდან საკუთარი ავტომობილით მიიმალა და იძებნება.

თემები:
მსოფლიო დღეს (1799)

მთავარი თემები