15:29 05 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1799)
17910

ლარნაკი, რომელსაც მოხუცი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დაუდევრად ინახავდა კარადაში, 9–11,6 მილიონ დოლარად შეფასდა.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. სოფელში მცხოვრებ მოხუც ქალს ექსპერტმა შინ XVIII საუკუნის ჩინური ლარნაკი აღმოუჩინა, რომელიც რამდენიმე მილიონ დოლარად შეფასდა, იუწყება Sotheby’s-ის სააუქციონო სახლი.

​გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ნიდერლანდებში მოხდა.

ირკვევა, რომ ქალმა არტ-სპეციალისტი იოჰან ბოშ ვან როზენტალი თავად გამოიძახა, რათა იმ ლარნაკის ფასი დაედგინა, რომელსაც 60 წლის განმავლობაში ინახავდა კარადაში. სპეციალისტი თვალის შევლებისთანავე მიხვდა, რომ საქმე ცინის საიმპერატორო დინასტიის ლარნაკთან ჰქონდა, რომელიც ოდესღაც ცნობილ კოლექციონერს ჰარი გარდნერს ეკუთვნოდა. როზენტალი გაოცებული დარჩა იმით, რომ უდიერად შენახული ლარნაკი სასწაულებრივად გადაურჩა დამტვრევას, ვინაიდან სახლში არაერთი ძაღლი და კატა დარბოდა. 

ამის შემდეგ როზენტალი Sotheby's-ის სააუქციონო სახლის აზიის განყოფილების ხელმძღვანელს ნიკოლას ჩოუს დაუკავშირდა და ნაპოვნის თაობაზე აცნობა. ჩოუ იმდენად გააკვირვა ამბავმა, რომ პირადად ჩაფრინდა ადგილზე მის სანახავად. ექსპერტმა ლარნაკი დაათვალიერა, მის ნამდვილობაში დარწმუნდა და შედევრი 9-დან 11,6 მლნ აშშ დოლარამდე შეაფასა.

დადგინდა, რომ ლარნაკი, რომელიც 1742 წელსაა დამზადებული, თავის დროზე ჩინეთის ჩაკეტილ ქალაქში იყო გამოფენილი, რათა მისი ნახვის საშუალება მხოლოდ იმპერატორსა და მასთან დაახლოებულ პირებს ჰქონოდათ.

ირკვევა, რომ მოგვიანებით ლარნაკი რამდენჯერმე გაიყიდა აუქციონებზე და ბოლო დრომდე დაკარგულად მიიჩნეოდა.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (1799)

მთავარი თემები