მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ტრამპმა COVID-19-ს ახალი სახელი მოუფიქრა: მხარდამჭერები აღფრთოვანებულები არიან – ვიდეო

© AP Photo/Alex Brandonდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ბევრ ადამიანს არ ესმის, რატომ ჰქვია კორონავირუსულ დაავადებას COVID-19 და რას ნიშნავს რიცხვი 19.

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ კორონავირუსულ ინფექცია COVID-19-ს სხვა სახელი უნდა დაერქვას, კერძოდ, „კუნგ-ფლუ“, ანუ „ჩინური გრიპი“.

ამის შესახებ მან არიზონაში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას განაცხადა 23 ივნისს.

„მე შემიძლია დაგისახელოთ ცხრამეტი ან ოცი სახელი [დაავადებისთვის]. „უჰანი“, რაც დასამახსოვრებელი იქნებოდა, „კუნგ-ფლუ“, არა?“ — თქვა პრეზიდენტმა.

ტრამპის სიტყვებს შეკრებილების მხრიდან დიდი ოვაციები მოჰყვა.

​პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ ბევრ ადამიანს არ ესმის, რატომ ჰქვია კორონავირუსულ დაავადებას COVID-19 და რას ნიშნავს რიცხვი 19. 

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
დონალდ ტრამპს „აქვს მონაცემები“ კორონავირუსის ჩინურ წარმოშობაზე

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა არაერთხელ უსაყვედურა ჩინეთს ვირუსის წარმოშობასთან დაკავშირებული მონაცემების არასაკმარისი გამჭვირვალობის გამო. 

სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ არაერთხელ მოუწოდა პეკინს, ეცნობებინა, შეეძლო თუ არა ვირუსს უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან „გამოქცევა“, სადაც საშიშ ინფექციებს იკვლევენ. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ ვაშინგტონი განიხილავს ვერსიას კორონავირუსის უჰანის ლაბორატორიაში ხელოვნურად შექმნის შესახებ და აპირებს დაადგინოს მისი წარმოშობა. ტრამპი მძიმე შედეგებით დაემუქრა ჩინეთს იმ შემთხვევაში, თუ გაირკვევა, რომ პეკინმა შეგნებულად დაუშვა COVID-19-ის ეპიდაფეთქება. 

ყველა ახალი ამბავი
0