02:46 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1937)
153 0 0

სასამართლომ უარი თქვა პენსიონერი ცოლ-ქმრის სარჩელის განხილვაზე, რითიც მამალს ადრიანი დილით ყივილის უფლება მიანიჭა.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. მამალი სახელად მორისი, რომელიც საფრანგეთის დეპარტამენტ ზღვისპირა შარანტაში ცხოვრობდა და რომელსაც 2019 წელს სასამართლომ ოფიციალურად დართო ადრე დილით ყივილის ნება, ექვსი წლის ასაკში მწვავე რინიტმა იმსხვერპლა, იუწყება რადიოსადგური France Bleu.

​„მორისის სიკვდილმა გული მატკინა. ახალი მამალი ვიყიდეთ და მასაც მორისი დავარქვით, ისიც კარგად ყივის, მაგრამ ვერასდოს შეცვლის ჩვენს მორისს“, — ამბობს მამლის პატრონი კორინ ფესო.

ირკვევა, რომ მორისის გარშემო მიმდინარე მოვლენები რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა. 2017 წელს ფესოს მეზობლებმა, ასაკოვანმა ცოლ-ქმარმა ბირონებმა, რომლებსაც ფრინველის ადრიანი ყივილი აწუხებდათ, მამლის ხმაურისთვის ბოლოს მოღება მოითხოვეს. მაგრამ მორისის მხარდამჭერებმა ორი პეტიცია შეადგინეს, რომლებსაც 155 ათასმა კაცმა მოაწერა ხელი. 

2019 წელს ბირონებმა სასამართლოში შეიტანეს სარჩელი მორისისა და მისი პატრონის კორინ ფესოს წინააღმდეგ. მათი ადვოკატი ათას ევროს ითხოვდა კომპენსაციის სახით, რომელიც დაღუპული მეზღვაურების დასახმარებლად გადაირიცხებოდა.

იმავე წლის 5 სექტემბერს კომუნა როშფორის სასამართლომ უარი თქვა პენსიონერების სარჩელის განხილვაზე, რითიც მორისს დილით მთელი ოლქის გასაგონად ყივილის უფლება მისცა.

რადიოსადგური აცხადებს, რომ მორისის საქმე იქცა იმ სირთულეების სიმბოლოდ, რომლებსაც საფრანგეთის სხვადასხვა სოციალური ჯგუფები აწყდებიან — სოფლის ნამდვილი მცხოვრებლები და ისინი, ვინც იქ ქალაქიდან გადადის საცხოვრებლად პენსიაზე გასვლის შემდეგ.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (1937)

მთავარი თემები