08:11 07 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6402
  • 100 RUB4.1843
  • USD3.0737
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (455)
105 0 0

კორონავირუსით ინფიცირებულ ბავშვებს ფილტვების პრობლემები მოგვიანებით უჩნდებათ, დაავადება თავდაპირველად სხვა ნიშნებით იჩენს თავს.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებისას ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები ბავშვებში მოგვიანებით იჩენს თავს, თავდაპირველად დაავადება სულ სხვა სიმპტომებით ვლინდება, იუწყება გამოცემა PLoS Medicine ჩინელ სპეციალისტებზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, სიანის უნივერსიტეტის სწავლულებმა გააანალიზეს ჩინეთის ოთხი საავადმყოფოს 34 პედიატრისგან მიღებული მონაცემები და დაადგინეს, რომ ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების მთავარი სიმპტომებია ციებ-ცხელება, დიარეა და პირღებინება.

„როდესაც ჩვენ კვლევას ვიწყებდით გაზაფხულზე, მაშინ ჯერ კიდევ არ გვქონდა იმდენი ნიმუში, რომ სრული ეპიდემიოლოგიური სურათი მიგვეღო. მაგრამ ახლა ჩვენ უკვე ვხედავთ დაავადების განვითარების ყველაზე ხშირ სცენარს“, — აღნიშნეს კვლევის ავტორებმა.

მათი თქმით, კვლევის შედეგები მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა ბავშვებში COVID-19-ის ადრეული დიაგნოსტიკისა და ეპიდემიური კონტროლის თაობაზე.

დადასტურდა: უცნობი სინდრომი ბავშვებში COVID-19-ს უკავშირდება - დასახელდა ახალი სიმპტომები>>

ამასთან, პედიატრები აღნიშნავენ, რომ კორონავირუსით ინფიცირება ბავშვების 1–2%-ს კავასაკის სინდრომის მსგავსი სიმპტომებით უვლინდებოდა: გამონაყარით, მაღალი ტემპერატურით, კანის აქერცვლითა და სახსრების ტკივილით. შესაბამისად, ყურადღება მსგავს სიმპტომებზეც უნდა გამახვილდეს.

 

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (455)

მთავარი თემები