01:47 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1937)
199 0 0

სააგენტოს ინფორმაციით, პენტაგონის შეფმა უნდა წარმოადგინოს მოხსენება „რუსეთის მიერ რასობრივ-ეთნიკური ექსტრემისტული დაჯგუფებების მხარდაჭერის შესახებ“ ევროპასა და აშშ-ში, თუმცა სენატორები არ განმარტავენ, რა მხარდაჭერაზეა საუბარი.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტში აქცენტი რუსეთთან და ჩინეთთან სტრატეგიულ კონკურენციაზე კეთდება, რაზეც სენატის შეიარაღებული ძალების საკითხთა კომიტეტის მიერ გავრცელებული დოკუმენტი მეტყველებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

სააგენტოს ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, რუსეთთან გრძელვადიანი სტრატეგიული კონკურენცია უმთავრესი პრიორიტეტია შეერთებული შტატების თავდაცვისთვის, რომელიც დამატებით ინვესტიციებსა და ინიციატივებს მოითხოვს შეკავებისთვის.

გარდა ამისა, დოკუმენტი ახანგრძლივებს მოსკოვთან სამხედრო თანამშრომლობისა და ასევე ნებისმიერი ქმედების აკრძალვას, რაც ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტს აღიარებს.

ამასთან, კვლავინდებურად იკრძალება მოსკოვისთვის სარაკეტო ტექნოლოგიების გადაცემა და ასევე ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ინტეგრაცია ჩინეთისა და რუსეთის ანალოგიურ სისტემებთან.

„დოკუმენტი ითვალისწინებს „ევროპაში შეკავების ინიციატივის“ გახანგრძლივებას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული, და ასევე მოიაზრებს ევროპაში ამერიკული კონტინგენტის როტაციას“, — განმარტავს სააგენტო.

სააგენტოს ინფორმაციით, პენტაგონის შეფმა უნდა წარმოადგინოს მოხსენება „რუსეთის მიერ რასობრივ-ეთნიკური ექსტრემისტული დაჯგუფებების მხარდაჭერის შესახებ“ ევროპასა და აშშ-ში, თუმცა სენატორები არ განმარტავენ, რა მხარდაჭერაზეა საუბარი.

РИА Новости-ს ცნობით, დოკუმენტში ცალკე პუნქტი ეძღვნება საფრთხეებს, რომლებსაც ჩინური Huawei-სა და ZTE-ს მოწყობილობები შეიცავს 5G ფიჭური ქსელების შექმნისას.

აღინიშნება, რომ კანონპროექტს კომიტეტის 25-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო ორი.

ახლა დოკუმენტი სენატის მთელმა შემადგენლობამ უნდა მიიღოს, რის შემდეგაც ის წარმომადგენელთა პალატის პროექტს უნდა შეუთანხმონ და, საჭიროების შემთხვევაში, ხელმეორედ გაიტანონ კენჭისყრაზე.

დოკუმენტი ხელმოსაწერად მხოლოდ ამის შემდეგ გადაეცემა პრეზიდენტ დონალს ტრამპს.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (1937)

მთავარი თემები