13:31 10 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4655
  • 100 RUB4.3263
  • USD3.0600
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1016)
1244 0 0

მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ დაწესებული შეზღუდვები მოხსნა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აუცილებლად მიიჩნევს ერაყში ტოტალური კომენდანტის საათის განმეორებით შემოღებას კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, ვინაიდან ბოლო პერიოდში ქვეყანაში COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობა ისევ გაიზარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის ხელისუფლებამ გასულ შაბათს მიიღო გადაწყვეტილება – ერთი კვირით განეახლებინა სადღეღამისო კომენდანტის საათი, რომელიც აპრილში გაუქმდა მუსლიმებისთვის წმინდა თვის რამადანის დაწყებასთან დაკავშირებით. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მკვეთრად მატება.

„სადღეღამისო კომენდანტის საათის დაბრუნება ერთი კვირით აუცილებელი ზომაა კორონავირუსთან ბრძოლისთვის“, — ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში.

ერაყში ჯანმოს წარმომადგენელმა ადჰამ ისმაილმა მოუწოდა ქვეყნის მოსახლეობას, მკაცრად დაიცვან შეზღუდვები, რათა ხელისუფლებამ ეპიდემიასთან გამკლავება შეძლოს.

მაისში ერაყის ჯანდაცვის სამინისტრომ და ქვეყნის პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გაავრცელეს გაფრთხილება, რომ მოსახლეობის მხრიდან შეზღუდვების სისტემატური დარღვევა სერიოზულ საფრთხეს ქმნიდა, რასაც შესაძლოა სანიტარული კატასტროფაც მოჰყოლოდა.  

ამ დროისათვის ერაყში, სადაც ინფიცირების 6439 შემთხვევაა დაფიქსირებული, კვლავ დახურულია სახელმწიფო დაწესებულებები, სკოლები და უნივერსიტეტები, შეჩერებულია ავიამიმოსვლა. ამასთან, პროდუქტების მაღაზიებსა თუ აფთიაქებში, რომლებიც მუშაობას განაგრძობენ, იკრძალება ერთდროულად ხუთ ადამიანზე მეტის შესვლა.

 

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1016)

მთავარი თემები