მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჯილდო ნებისმიერისთვის: დაეხმარეთ NASA-ს და მიიღეთ 15 ათასი დოლარი

© NASA/JPL-Caltech/MSSSმარსმავალი
მარსმავალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კოსმოსური კვლევების სააგენტომ უკვე შექმნა საპრიზო ფონდი, საიდანაც პროექტის გამარჯვებულებს დააჯილდოვებს.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. აშშ-ის კოსმოსური კვლევების სააგენტო NASA, რომელიც პლანეტა ვენერას ათვისების ფარგლებში როვერ Venus-ის შექმნაზე მუშაობს, საზოგადოებას დახმარებას სთხოვს სენსორების შექმნაში, რომელიც ვენერამავალის კონსტრუქციაში შეიძლება გამოდგეს.

შესაბამისი მოწოდება–განცხადება NASA-მ სოციალური ქსელით გაავრცელა.

​ირკვევა, რომ აღნიშნული მოწყობილობის შექმნას ართულებს ის ფაქტი, რომ ვენერას ზედაპირზე ტემპერატურა 450 გრადუსს აჭარბებს (ცელსიუსით), ხოლო წნევა 90-ჯერ აღემატება დედამიწისას. ასეთ „ჯოჯოხეთურ გარემოს“ კი დედამიწის პირობებისთვის მისაღები მასალები და მექანიზმები ვერ უძლებს.

NASA-ს წინაშე ამ დროისათვის დგას ამოცანა – შექმნას ისეთი სენსორები, რომლებიც ელექტრონულ სისტემებზე არ იქნება დამოკიდებული. გამომდინარე იქიდან, რომ თანამედროვე ელექტრომოწყობილობები დაახლოებით 110 გრადუს სიცხეს უძლებს ცელსიუსით, ისინი არანაირად არ გამოდგება ვენერას ლანდშაფტისთვის. სწორედ ამიტომ ითხოვს საზოგადოების მხარდაჭერას NASA.

იმისთვის, რომ მეცნიერებისთვის დახმარების მსურველებს მოტივაცია გაუძლიეროს, სააგენტომ უკვე შექმნა საპრიზო ფონდი და პროექტის გამარჯვებულს 15 ათასი დოლარი გადაეცემა, მეორე ადგილზე გასული 10 ათას დოლარს მიიღებს, ხოლო მესამეზე — 5 ათასს.

დამატებითი ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიიღოთ პროექტში მონაწილეობა, შესაძლებელია აქ: www.herox.com/VenusRover 

 

ყველა ახალი ამბავი
0