მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ანომალიურად ცხელი ზაფხული: მოსალოდნელია კლიმატური კატაკლიზმები

© Pixabay / klimkinგვალვა
გვალვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე აშშ-ის რატგერის უნივერსიტეტის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ძლიერი სიცხითა და ტენიანობით გამოწვეული სითბური სტრესი ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს შეეხება.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. მიმდინარე წლის ზაფხულში პლანეტაზე მოსალოდნელია ანომალიური სიცხეები და ამასთან დიდი რაოდენობით ნალექი, იუწყება მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია. 

ორგანიზაციის ხელმძღვანელის პეტერი ტალაასის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის ფონზე ამინდის გრძელვადიანი პროგნოზები და კლიმატური კვლევები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვინაიდან სწორედ ჰაერის ტემპერატურასა და ნალექების რაოდენობაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება COVID-19-ით დაზარალებული საკვანძო ეკონომიკური დარგები და როგორ იმუშავებს ჯანდაცვის სისტემა.

ანომალიური სიცხე - Sputnik საქართველო
ანომალიური სიცხე მილიარდობით ადამიანს დააზარალებს - ამერიკული კვლევა

ტალაასის თქმით, იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიო ოკეანის ზედაპირი კლიმატური ცვლილებების გამო ჩვეულებრივზე უფრო ძლიერ თბება, ზაფხულში არა მარტო ანომალური სიცხეა მოსალოდნელი, არამედ სხვაგდასხვა სახის კლიმატური კატაკლიზმებიც. პირველ რიგში საუბარია ტროპიკული ციკლონების გაძლიერებასა და მათი რაოდენობის ზრდაზე.

რაც შეეხება ნალექს, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია აცხადებს, რომ წვიმებისგან ყველაზე მეტად დაზარალდებიან ავსტრალია, ინდონეზია და ინდოეთის ოკეანის აღმოსავლეთი ნაწილი, ხოლო სამხრეთ ამერიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში საშინელი გვალვაა მოსალოდნელი.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის პროგნოზი პლანეტის სხვადასხვა რეგიონებში არსებულ 13 ცენტრის მონაცემებს და ეყრდნობა და მაისს, ივნიისა და ივლისს მოიცავს.

მანამდე აშშ-ის რატგერის უნივერსიტეტის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ძლიერი სიცხითა და ტენიანობით გამოწვეული სითბური სტრესი, რასაც ხელს უწყობს სათბური გაზების გამოფრქვევა, ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს შეეხება. 

ყველა ახალი ამბავი
0