თბილისი, 30 მაისი - Sputnik. სტამბოლის ერთ-ერთ უბანში სამრეცხაოში ორთქლის ქვაბის აფეთქებას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა, იუწყება თურქული გამოცემა Milliyet.
უბედური შემთხვევა სტამბოლში გუშინ მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბაშაქშეჰირის რაიონში მომხდარი აფეთქებისას ორი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის საქართველოს მოქალაქე, 45 წლის მამაკაცი და თურქეთის 55 წლის მოქალაქე.
აფეთქების შედეგად შენობა თითქმის მთლიანად დაინგრა. ადგილზე სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.
ორი ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს სტამბოლის გუბერნატორიც.
რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა, ამ დროისთვის უცნობია.