13:30 10 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4655
  • 100 RUB4.3263
  • USD3.0600
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
3793 0 0

სოციალური ქსელების მომხმარებელთა შორის არსებობს მოსაზრება, რომ უჩვეულო მოვლენა მოახლოებული კატაკლიზმების მაუწყებელია.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ჩინეთის დედაქალაქ პეკინის ერთ-ერთი რაიონი შუადღით მოულოდნელად სრულ სიბნელეში ჩაეფლო.

უჩვეულო და აუხსნელი მოვლენის ვიდეოკადრები, რომელიც 24 მაისს მოხდა, ადგილობრივებმა სოციალური ქსელებით გაავრცელეს.  

იუზერების ნაწილის აზრით, რამდენიმეწუთიანი მოულოდნელი დაბნელება შესაძლოა უკავშირდებოდეს იმდღევანდელ ავდარს, ძლიერ შტორმს, მაგრამ ინტერნეტ-მომხმარებელთა მეორე ნაწილს ეს ვარაუდი სარწმუნოდ არ მიაჩნია, ვინაიდან არანაირი ავდრის წინ ასე ძალიან არასდროს ბნელდება.

გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც მოვლენა  კონსპიროლოგიური მოსაზრებებით ახსნეს და განაცხადეს, რომ უჩვეულო მოვლენა მოახლოებული კატაკლიზმების მაუწყებელია.

 

მთავარი თემები