18:40 11 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1016)
321 0 0

შენონი და მისი მეუღლის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ექიმმა აცნობა, რომ სამი ტყუპის მშობლები გახდებოდნენ.

თბილისი, 27 მაისი - Sputnik. დიდ ბრიტანეთში საოცარი შემთხვევა მოხდა – ქალაქ იფსუიჩის (საფოლკის საგრაფო) მცხოვრები, რომელსაც „უნაყოფობის“ დიაგნოზი ჰქონდა დასმული, თვითიზოლაციაში სამი ტყუპით დაორსულდა. ამის შესახებ წერს გამოცემა Daily Mail.

საქმე ისაა, რომ 29 წლის შენონ სტილი მრავალი წელი ოცნებობდა ბავშვზე. მაგრამ 15 წლის ასაკში მას პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს, რაც ხშირად უნაყოფობის მიზეზი ხდება.

მიუხედავად ამისა, ქალი და მისი 35 წლის მეუღლე მეთიუ დიდხანს ცდილობდნენ ბავშვის გაჩენას. ექსტრაკორპორული განაყოფიერების შესაძლებლობასაც იხილავდნენ.

თუმცა შენონი ყოველთვის ძალიან განიცდიდა, როდესაც ორსულობის ტესტი უარყოფით შედეგს აჩვენებდა.

მაგრამ მარტში წარმოუდგენელი რამ მოხდა: კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი იზოლაციის რეჟიმში ქალი მიხვდა, რომ ორსულად იყო. სტილი და მისი მეუღლე ბედნიერები და შოკირებული იყვნენ, როდესაც ექიმმა აცნობა მათ, რომ მალე სამი შვილის მშობლები გახდებოდნენ.

ერთადერთი, რაც მომავალ დედას აღელვებს, არის ფაქტი, რომ იგი დაორსულდა პანდემიის დროს, როდესაც მას ნათესავებისა და მეგობრების ნახვის შესაძლებლობა არ აქვს. „ვამჯობინე სახლში დარჩენა კვირაობით, გარდა საავადმყოფოში ვიზიტებისა“, – აღნიშნა მან.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1016)

მთავარი თემები