14:24 10 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4655
  • 100 RUB4.3263
  • USD3.0600
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1828)
3136 0 0

უჩვეულო შემთხვევა მღვდლის გვერდით მდგარმა ჭირისუფლებმა დაინახეს კუბოს სახურავზე დატანილ სარკმელში და ვიდეოკამერაზე აღბეჭდეს – ეს ჰგავდა გარდაცვლილის ხელის გაქნევასა და სარკმელზე ხელის შეხების მცდელობას.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სასაფლაოზე მომხდარმა უცნაურმა მოვლენამ შოკში ჩააგდო თვითმხილველები, რომლებიც დაკრძალვის ცერემონიას ესწრებოდნენ. მას შემდეგ, რაც მღვდელმა ლოცვა წაიკითხა, ცხედარმა მოძრაობა დაიწყო, რაც აშკარად ჩანდა სარკმელში, რომელიც კუბოს სახურავში იყო დატანებული.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 5 მაისს მოხდა ინდონეზიის ქალაქ მანადოში.

ირკვევა, რომ ეს უჩვეულო შემთხვევა მღვდლის გვერდით მდგარმა ჭირისუფლებმა დაინახეს და ერთ-ერთმა მათგანმა მომხდარი ვიდეოკამერითაც დააფიქსირა. ყველაზე მეტად ეს ჰგავდა გარდაცვლილის ხელის გაქნევას და სარკმელზე ხელის შეხების მცდელობას.

ვიდეოს ავტორმა კადრები მაშინვე გამოაქვეყნა სოციალურ ქსელებში, სადაც ის წარმოუდგენელი სისწრაფით გავრცელდა. კომენტარებში ზოგი მომხმარებელი წერდა, რომ დაკრძალვის დროს ადამიანი შესაძლოა ცოცხალი ყოფილიყო, სხვები კი ირწმუნებოდნენ, რომ ამ გზით გარდაცვლილი ახლობლებს დაემშვიდობა.

მეცნიერებმა კი განმარტეს, რომ საქმე გვაქვს გარდაცვლილის სხეულის სრულიად ბუნებრივ მოძრაობასთან, რაც გვამის დაშლის პროცესს უკავშირდება. მათი თქმით, ცხედარმა პოზიცია შეიძლება სხეულიდან გაზების გამოსვლის გამო შეიცვალოს.

თემები:
მსოფლიო დღეს (1828)

მთავარი თემები