მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საიდან გაჩნდა?! ინდონეზიაში ციდან უცნაური ობიექტი ჩამოვარდა

© photo: Sputnik / Fayed El-Geziry / გადასვლა მედიაბანკშიინდონეზია, ჯაკარტა
ინდონეზია, ჯაკარტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საიდან გაჩნდა ინდონეზიის ცაში ჩინური საჰაერო ფანრების ფორმის უცნაური ობიექტები, ამ დრომდე არ არის დადგენილი.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ინდონეზიის სოფელ დევუნგში უცნაური ობიექტი ჩამოვარდა, რომელიც ფორმით გიგანტურ ჩინურ საჰაერო ფანარს ჰგავდა, იუწყება გამოცემა Detik.

გავრცელებული ინფომაციით, ეს პირველი შემთხვევა არ არის ინდონეზიაში, როცა ციდან მსგავსი საგნები ცვივა.

​თვითმხილველების თქმით, ობიექტი გამჭვირვალე პლასტიკური მასალისგან იყო დამზადებული და წებოვანი ლენტით დამაგრებული. ძირში მას ჰქონდა ჭურჭელი, რომელიც დიზელის საწვავში დასველებული ჩვრებით იყო გამოტენილი.

„ცაში დაახლოებით რვა მსგავსი საგანი ჩანდა. ერთი მათგანი ჩამოვარდა, დანარჩენები კი დასავლეთისკენ წავიდნენ“, — განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.   

გამოცემა აღნიშნავს, რომ იდუმალი ობიექტები ანათებდნენ, რის გამოც ადგილობრივებს ისინი თავდაპირველად ვარსკვლავები ეგონათ. სავარაუდოდ, სინათლეს ჭურჭელში მოთავსებული აალებადი მასალა გამოსცემდა, რომელიც იწვოდა და ამ გზით უზრუნველყოფდა ობიექტების ცაში ფრენას.

საიდან გაჩნდა უცნაური ობიექტები ცაში, ამ დრომდე არ არის დადგენილი.   

 

ყველა ახალი ამბავი
0