თბილისი, 25 მაისი — Sputnik. პორტალმა Tom's Guide კომპანია Apple-ის ახალი მოდელების iPhone-ების ფასები გამოაქვეყნა.
პორტალის ინფორმაციით, კომპანია ოთხი ვარიანტის ახალ გაჯეტებს წარმოადგენს. ესენია:
- iPhone 12 — 5,4 დიუიმიანი დიაგონალური ეკრანით;
- iPhone 12 Max — 6,1 დიუიმიანი ეკრანით;
- iPhone 12 Pro — 6,1 დიუიმიანი ეკრანით;
- iPhone 12 Pro Max — 6,7 დიუიმიანი ეკრანით;
ყველა მათგანი OLED-დისპლეით იქნება აღჭურვილი და 5G ქსელში იმუშავებს.
New iPhone 12: Release date, price, rumors and leaks https://t.co/0NzHNWZgYk
— Tri State Computer (@tsccbst) May 24, 2020
ამასთან პორტალი აქვეყნებს ახალი აიფონების ფასებსაც. მაგალითად, iPhone 12 დაახლოებით 649-დან 749 დოლარამდე ეღირება, iPhone 12 Max — 849 დოლარამდე, Pro Max-ის ფასი კი 1400 დოლარი იქნება.
როდის გაიმართება სმარტფონების პრეზენტაცია, ჯერჯერობით ზუსტი თარიღი უცნობია.