მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„მთელ ხელფასს უკან ვაბრუნებ“ – დონალდ ტრამპმა ჩეკი წარმოადგინა

© AP Photo / Alex Brandonპრეზიდენტი დონალდ ტრამპი COVID 19-ის ახალ ტესტებს წარადგენს
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი COVID 19-ის ახალ ტესტებს წარადგენს  - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე თეთრი სახლის პრეს-მდივანმა კეილი მაკინანმა ბრიფინგზე წარმოადგინა 100 ათასი დოლარის ჩეკი, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს სახელზე გამოწერა.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. პრეზიდენტად ყოფნის წლებში მთელ ხელფასს უკან ვუბრუნებ სახელმწიფოს, წერს აშშ-ის ლიდერი დონალდ ტრამპი საკუთარ Twitter-ზე.

​„მე თავიდანვე ვუბრუნებდი უკან და კვლავ დავუბრუნებ მთელ ჩემს წლიურ ხელფასს — 400-დან 450 ათას დოლარამდე ჩვენს მთავრობას“, — წერს ტრამპი.

პრეზიდენტი აკონკრეტებს, რომ ბოლო ჩეკი მან აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტროს სახელზე გამოწერა კორონავირუსთან ბრძოლისთვის. ტრამპის თქმით, ეს მისთვის დიდი პატივია.

ინციდენტი ჟურნალისტთან: რა მოხდა ტრამპის პრესკონფერენციაზე>>

აღსანიშნავია, რომ მანამდე თეთრი სახლის პრეს-მდივანმა კეილი მაკინანმა ბრიფინგზე წარმოადგინა 100 ათასი დოლარის ჩეკი, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტების შესაქმენლად გადაუგზავნა.

ყველა ახალი ამბავი
0