13:29 03 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4366
  • 100 RUB4.4862
  • USD3.0772
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1679)
142 0 0

სიგარეტის გარდა, ასევე იკრძალება თამბაქოს არომატიზებული ფილტრების, ქაღალდისა და კაფსულების გაყიდვაც.

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში ოთხშაბათს ამოქმედდა კანონი, რომელიც მენთოლიანი სიგარეტის გაყიდვას კრძალავს, იუწყება მსოფლიო მედია

სიგარეტის გარდა, ასევე იკრძალება თამბაქოს არომატიზებული ფილტრების, ქაღალდისა და კაფსულების გაყიდვაც.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება, თამბაქოს მოწევასთან ბრძოლის ფარგლებში, ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღეს, თუმცა ძალაში მხოლოდ ახლა შევიდა.

„ყველაზე დიდი პრობლემა მენთოლის შემთხვევაში ისაა, რომ მას გამაგრილებელი და ტკივილგამაყუჩებელი, მსუბუქი ანესთეზიის ეფექტი აქვს“, — აღნიშნავს ონკოლოგიური კვლევების გერმანული ცენტრის ექსპერტი კატრინ შალერი.

მისი თქმით, სწორედ ამ თვისებების გამო სიგარეტის კვამლი იოლად ჩასასუნთქი ხდება, რაც მოწევის პროცესს ბევრად მიმზიდველს ხდის ახალგაზრდა და დამწყები მწეველებისთვის.

  • ამასთან, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, ახალგაზრდების დიდ ნაწილს მენთოლიანი სიგარეტი ჩვეულებრივზე ნაკლებად სახიფათოდ მიაჩნია. სწორედ ამიტომ ისინი უფრო ხშირად არომატიზებულ ნაწარმს იძენენ.

თუმცა ექსპერტები განმარტავენ, რომ რეალურად მენთოლიანი სიგარეტი შესაძლოა ბევრად საშიში იყოს ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან მწეველები მის კვამლს უფრო ღრმად ისუნთქავენ და დიდხანს აჩერებენ ფილტვებში.

გარდა ამისა, ირკვევა, რომ მენთოლიანი სიგარეტის მომხმარებლები მეტად არიან დამოკიდებულები  ნიკოტინზე და მათ შორის ძალიან დაბალია მოწევისთვის თავის დანებების მაჩვენებელი.

თემები:
მსოფლიო დღეს (1679)

მთავარი თემები