22:22 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
183 0 0

დირექტივა ითხოვს, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე გამავალი გაზსადენი ივსებოდეს ალტერნატიული მომწოდებლის მიერ ნაწილობრივ, ან ნაწილი, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე გადის, მესამე კომპანიას ეკუთვნოდეს

თბილისი, 20 მაისი - Sputnik. გერმანიის ფედერალურმა ქსელურმა სააგენტომ (BNA) 20 წლით გაათავისუფლა „ჩრდილოეთის ნაკადი“ ევროკავშირის გაზის დირექტივის წესებისგან გერმანიის ტერიტორიაზე, იუწყება РИА Новости Nord Stream AG გაზსადენის ოპერატორზე დაყრდნობით.

„2020 წლის 20 მაისს ფედერალურმა ქსელურმა სააგენტომ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადისთვის“ დაუშვა გამონაკლისი და გაათავისუფლა ის ევროკავშირის გაზის დირექტივის ძირითადი დებულებებიდან“, - აღნიშნულია რელიზში.

გამონაკლისი ეხება გაზსადენის მონაკვეთს, განთავსებულს გერმანიის ტერიტორიაზე (ქვეყნის ტერიტორიული წყლების ჩათვლით) და მოქმედებს 20 წლის ვადით ენერგეტიკის შესახებ გერმანული კანონის ამოქმედების მომენტიდან, რომელიც დირექტივის გათვალისწინებით არის შეცვლილი, ანუ 2019 წლის 12 დეკემბრიდან, დაზუსტებულია იქვე.

პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენის ორი ტოტის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელთა საერთო სიმძლავრე წელიწადში 55 მლრდ კუბური მეტრი გაზი იქნება რუსეთის სანაპიროებიდან გერმანიამდე — ბალტიის ზღვის გავლით. გაზსადენი გადის ტერიტორიულ წყლებზე ან რუსეთის, ფინეთის, შვედეთის, დანიისა და გერმანიის ეკონომიკურ ზონებზე.

მისი მშენებლობის დასრულება 2019 წლის ბოლოს იგეგმებოდა, თუმცა დეკემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს გაზსადენების „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ისა და „თურქული ნაკადის“ წინააღმდეგ. შედეგად შვეიცარიულმა კომპანია Allseas-მა, რომელსაც გაზსადენი გაჰყავდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტა მუშაობა და სპეციალური ხომალდები გაიწვია.

წინა კვირას Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაზსადენის მშენებლობა მალე ფინალურ სტადიაზე გადავიდოდა. სააგენტოს ინფორმაციით, გერმანული პორტ მუკრანის თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე, რომლებიც Planet Labs Inc-მა გამოაქვეყნა, საცავში შენახული მილსადენის სექციები გადაიტანეს ნავმისადგომზე, სადაც მტვირთავი ამწე დგას. ნავსადგურიდან ხუთი კილომეტრის დაშორებით გამოჩნდა მილების მცურავი გამყვანი „აკადემიკოსი ჩერსკი“.

მთავარი თემები