13:41 03 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4366
  • 100 RUB4.4862
  • USD3.0772
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1679)
79 0 0

პრემიერის ამგვარმა „გაუჩინარებამ“ ბრიტანელები ხუმრობის გუნებაზე დააყენა და Twitter-ზე „დაკარგული და სამსახურისთვის თავის ამრიდებელი“ ჯონსონის ძებნა გამოაცხადეს.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ბრიტანელები სოციალური ქსელების მეშვეობით „ეძებენ“ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს, რომელმაც ბოლო პრესკონფერენცია 12 მაისს ჩაატარა, ხოლო საზოგადოების წინაშე უკვე ექვსი დღეა არ გამოჩენილა.

პრემიერის ამგვარმა „გაუჩინარებამ“ ბრიტანელები ხუმრობის გუნებაზე დააყენა და Twitter-ზე „დაკარგული და სამსახურისთვის თავის ამრიდებელი“ ჯონსონის ძებნა გამოაცხადეს.

​„ხომ არ გინახავთ ეს ადამიანი? ბოლოს ის ერთი კვირის წინ შენიშნეს ვესტმინსტერში. პოლიცია მოუწოდებს ყველას, ვისაც მისი ადგილსამყოფელის შესახებ რაიმე ინფორმაცია აქვს, კარგად შეინახოს თავისთვის“, — ნათქვამია ერთ-ერთ პოსტში.

ზოგმა იუზერმა კი გადაწყვიტა, ქვეყნის მთავრობის მეთაური საბავშვო წიგნის „სად არის უოლის“ გმირად ექცია, რომლის ილუსტრაციებშიც გარკვეული ადამიანის მოძებნაა საჭირო. ამიტომ მომხმარებლებს სთავაზობენ, სამუშაო დღე იმით დაიწყონ, რომ იპოვონ „ბორის სკივერი“.

​ბორის ჯონსონმა 27 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით იყო ინფიცირებული. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა საავადმყოფო 12 აპრილს დატოვა, საქმიანობის გაგრძელება მხოლოდ 27 აპრილს შეძლო. ჯონსონმა მძიმედ გადაიტანა დაავადება. მან რამდენიმე დღე გაატარა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (1679)

მთავარი თემები