ფილტვის კიბოს პირველი სიგნალი სახეზე ჩნდება: დასახელდა საყურადღებო ნიშნები

© Pixabay / 12019ექიმი და პაციენტი
ექიმი და პაციენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრიტანელი ონკოლოგების თქმით, ორგანიზმი ადამიანს ფილტვის კიბოთი დაავადების შესახებ სიგნალებს სახეზე „უგზავნის“.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ფილტვების ონკოლოგიური დაავადების ნიშანი ავადმყოფის სახეზე ვლინდება, ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციოთ ცვილლებებს, აცხადებენ ბრიტანული ორგანიზაცია Cancer Research UK-ის სპეციალისტები. 

აცრა - Sputnik საქართველო
დადასტურებულია მეცნიერულად: ბავშვობაში გაკეთებული ზოგი აცრა კიბოს ებრძვის

მათი თქმით, მაგალითად, ფილტვის კიბოს შემთხვევაში ადამიანს უპატარავდება თვალის გუგები და ამასთანავე ქვემოთ ეწევა ქუთუთო — ოღონდ მარტო ერთ თვალზე.

თუმცა, ონკოლოგების თქმით, ეს ვერ იქნება დაავადების განმსაზღვრელი ზუსტი ნიშანი, ვინაიდან ქუთუთოს ჩამოწევა შესაძლოა უბრალოდ ასაკის ბრალიც იყოს. მიუხედავად ამისა, თუ მსგავსი ცვლილება შენიშნეთ სახეზე, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

რაც შეეხება გუგების დაპატარავებას — ეს ასევე შეიძლება იყო ფილტვის კიბოს ნიშანი, ვინაიდან ფილტვების ზედა ნაწილზე თვალებთან დაკავშირებული უამრავი ნერვული დაბოლოება მდებარეობს. ექიმების თქმით, უმეტეს შემთხვევაში სწორედ ამ ნაწილზე ჩნდება ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ნერვებს აწვება და, შესაბამისად, ადამიანს თვალებთან დაკავშირებული პრობლემები ეწყება. 

მარილი კიბოს უჯრედების ზრდას ანელებს – სენსაციური კვლევა>>

გარდა ამისა, ონკოლოგები ასახელებენ ფილტვის კიბოს კიდევ ერთ გარეგნულ ნიშანს: ეს სახის ძლიერი ოფლიანობაა, ოღონდ მარტო ცალ მხარეს. ექიმები ირწმუნებიან, რომ ასეთ შემთხვევაში სიმსივნე იმ მხარესაა, რომელიც ნაკლებად ოფლიანდება.  

 

ყველა ახალი ამბავი
0