Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

მსოფლიო ბანკის პროგნოზი: რამდენი ადამიანი აღმოჩნდება სიღატაკეში

© AP Photo / Andy WongВсемирный банк
Всемирный банк - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო ბანკის დირექტორი მოუწოდებს კრედიტორებს, გამოაცხადონ მორატორიუმი ვალების გადახდაზე განვითარებადი ქვეყნებისთვის.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. მსოფლიოს მასშტაბით უკიდურეს სიღარიბეში ათობით მილიონი ადამიანი აღმოჩნდება კორონავირუსის პანდემიის გამო, მიაჩნია მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელს დევიდ მალპასს.

„ჩვენი შეფასებით, 60 მილიონი ადამიანი აღმოჩნდება სიღატაკეში, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში სიღრიბესთან ბრძოლაში მიღწეულ მთელ პროგრესს ანულებს. ჩვენი პროგნოზები ღრმა რეცესიას აჩვენებს“, — განაცხადა მალპასმა ტელეკონფერენციისას.

მისი თქმით, ბანკი ცდილობს არ დარჩეს მოვლენებს მიღმა, რისთვისაც 2021 წლამდე ღარიბ ქვეყნებს 160 მლნ დოლარის კრედიტებს გამოუყოფს დაბალი საპროცენტო განაკვეთით.

თბილისი - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოს ეკონომიკას ურტყამს: "საქსტატი" ახალ მონაცემებს აქვეყნებს

ამასთან, დევიდ მალპასის განცხადებით, მსოფლიო ბანკის ძალისხმევა საკმარისი ვერ იქნება და მოუწოდა კრედიტორ ქვეყნებს, შეუერთდნენ „დიდი ოცეულის“ ინიციატივას, რომელიც განვითარებადი ქვეყნებისთვის ვალებზე მორატორიუმს ითვალისწინებს.

ტელეკონფერენციისას მოსაზრება გამოთქვა ბანკ JP Morgan-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმი დაიმონმაც, რომლის აზრით, კორონავირუსის პანდემია უნდა იქცეს „საგანგაშო სიგნალად“ უფრო სამართლიანი საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, კორონავირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 4 900 253 ადამიანს მიაღწია. აქედან გარდაიცვალა 323 341 და განიკურნა 1 689 334 კაცი.

 

ყველა ახალი ამბავი
0