01:11 31 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1664)
52 0 0

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სულ ცოტა 116-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი ავსტრალიის მოწოდებას, ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდაფეთქების მიზეზებისა და გარემოებების დასადგენად.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საერთაშორისო გამოძიების დაწყება კორონავირუსული პამდემიის მიზეზებისა და წყაროს დასადგენად ჯერჯერობით ნაადრევია, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩჟაო ლიცზიანმა. 

მისი თქმით, ახლა უპირველესი ამოცანა ეპიდემიასთან ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობაა.

„ევროკავშირმა ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის 73-ე სესიას განსახილველად გადასცა რეზოლუციის პროექტი კორონავირუსულ ეპიდემიაზე რეაგირებასთან დაკავშირებით... ქვეყნების უმეტესობა თანხმდება, რომ ეპიდემია ჯერ არ დასრულებულა და მოცემულ მომენტში მასთან ბრძოლა უპირველესი ამოცანაა. გამოძიების დაუყოვნებელი დაწყების დრო ჯერ არ დამდგარა“, — განაცხადა დიპლომატმა.

მანამდე ტელეარხმა SBS News-მა, ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრ მარის პეინზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ სულ ცოტა 116-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი ავსტრალიის მოწოდებას, ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდაფეთქების მიზეზებისა და გარემოებების დასადგენად.

ჩინეთი იმუქრება: კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებულ გამოძიებას ცუდი შედეგი მოჰყვება>>

კიდევ უფრო ადრე „მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ყოვლისმომცველი“ საერთაშორისო შეფასების გაკეთებას 62 ქვეყანა დაეთანხმა — აქედან 27 ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ასევე რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ინდოეთი, კანადა და ინდონეზია. ბოლო ინფორმაციით, აღნიშნულ ქვეყნებს აფრიკის 54 სახელმწიფოც მიემხრო.

თემები:
მსოფლიო დღეს (1664)

მთავარი თემები