20:39 04 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4087
  • 100 RUB4.4290
  • USD3.0416
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1690)
98 0 0

მანამდე ჩინეთის მთავრობის წამყვანმა მრჩეველმა ინფექციის გავრცელებაზე დაგვიანებულ რეაგირებაში უჰანის ხელისუფლება დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ისინი ცენტრალური ხელისუფლებისგან ვირუსის ბუნების შესახებ მონაცემების დამალვას ცდილობდნენ.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ჩინეთი უახლოეს წლებში 2 მლრდ აშშ დოლარს გამოყოფს კორონავირუსული პანდემიით დაზარალებული ქვეყნების დასახმარებლად, განაცხადა დღეს ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის 73-ე სესიაზე. 

სესია ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართა.  

„COVID-19-ის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობის სტიმულირებისთვის ჩინეთი 2 მლრდ დოლარს გამოყოფს მომდევნო ორი წლის განმავლობაში, რათა დაზარალებულ ქვეყნებს დახმარება აღმოუჩინოს კორონავირუსთან ბრძოლასა და ასევე სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებს“, — აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა.

მანამდე ჩინეთის მთავრობის წამყვანმა მრჩეველმა კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში ჩჟუნ ნანშანმა ინფექციის გავრცელებაზე დაგვიანებულ რეაგირებაში უჰანის ხელისუფლება დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ისინი ცენტრალური ხელისუფლებისგან ვირუსის ბუნების შესახებ მონაცემების დამალვას ცდილობდნენ.

„ადგილობრივ ხელისუფლებას სიმართლის თქმა არ უნდოდა“, - განაცხადა ნანშანმა ტელეარხ CNN-თან საუბრისას.

ამასთან, მისი თქმით, უჰანის ხელისუფლებას ბოლო მომენტამდე არ სურდა იმის გამჟღავნება, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემოდა.

მრჩეველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავრობისთვის არანაირი აზრი არ ჰქონდა, დაემალა მსოფლიოსთვის ეს ინფორმაცია.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (1690)

მთავარი თემები