12:06 06 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (392)
991 0 0

მეცნიერების აზრით, ძილი აძლიერებს ტვინის მოქნილობას და „ასწავლის“ მას მოერგოს ახალ და მოულოდნელ ცხოვრებისეულ ვითარებებს.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ამერიკელი სწავლულები ირწმუნებიან, რომ რთული ვითარებიდან გამოსავლის მოძებნაში ტვინს არა აქტიური ფიქრი, არამედ ძილი ეხმარება. ვაშინგტონისა და მისურის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევები ჩაატარეს, რომლის შედეგებიც გამოქვეყნებულია ჟურნალში Science Advances

მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია იციან, რომ ძილი აუცილებელია მეხსიერების ნორმალური მუშაობისთვის. საქმე ისაა, რომ ძილის დროს მოკლევადიანი მახსოვრობა გრძელვადიანში გადადის, ხოლო ტვინი თავიდან იშორებს ინფორმაციას, რომელიც მას ზედმეტად ეჩვენება.

ახლა კი მეცნიერებმა, რომლებმაც ექსპერიმენტები დროზოფილა ბუზებზე ჩაატარეს, აღმოაჩინეს, რომ ძილს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს: ის ეხმარება ტვინს, მოერგოს მოულოდნელ ცხოვრებისეულ ვითარებას.

აღსანიშნავია, რომ საექსპერიმენტოდ მეცნიერებმა ეს ბუზები იმის გამო აირჩიეს, რომ მათი ძილი ბევრით ჰგავს ადამიანისას. მაგალითად, დროზოფილა–ბავშვებს ბევრად მეტხანს სძინავთ, ვიდრე ასაკოვან ბუზებს, კოფეინის გავლენით ძილი უფრთხებათ, ხოლო ანტიჰისტამინური პრეპარატები თვლემას ჰგვრით.

კვლევისას მეცნიერებმა ბუზებს უკიდურესად ექსტრემალური სიტუაცია შეუქმნეს იმით, რომ ახალგაზრდა და ასაკოვან ინდივიდებს ფრენის საშუალება მოუსპეს. ეფექტი მოულოდნელი აღმოჩნდა: ყველა მათგანმა დიდი ხნით დაიძინა. 

მკვლევარებმა ბუზებს აღმოუჩინეს ნეირონები, რომლებიც აიძულებდნენ ტვინს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩაძირულიყო ძილში ფრენის უნარის დაკარგვის მომენტში.  

თუმცა ეს ყველაფერი არ არის — მეცნიერებს კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდათ. გაირკვა, რომ აღნიშნული ნეირონები მანამდე ფრთების ნორმალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფდნენ, ახლა კი, როცა მათ ფრენის პრობლემა შეექმნათ, მუშაობის პრინციპი შეცვალეს.

დღისით ძილის საფრთხეები: მეცნიერებმა საშიში დაავადების რისკები დაადგინეს>>

სწავლულების დასკვნით, საქმე ისაა, რომ ფრენისა და ფრთების მართვის უნარი ბუზების ტვინში იმთავითვეა კოდირებული, მაგრამ მათ მაინც უწევთ ამ უნარების ათვისება. და როცა მათ მოულოდნელად ექმნებათ  ვითარება, როცა ცხოვრება ფრთების გარეშე უნდა განაგრძონ, ნეირონებში სერიოზული გადაწყობა ხდება, რაშიც მათ ძილი ეხმარება.

მეცნიერების აზრით, ძილი აძლიერებს ტვინის მოქნილობას და „ასწავლის“ მას მოერგოს ახალ და მოულოდნელ ცხოვრებისეულ ვითარებებს. სწორედ ამიტომ ადამიანმა ბევრი უნდა იძინოს, განსაკუთრებით, სტრესულ ვითრებაში.

 

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (392)

მთავარი თემები