04:13 06 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (416)
94010

ინფექციონისტის თქმით, ერთჯერადი ხელთათმანებით მაღაზიებში სიარული ნამდვილად არ არის გამოსავალი, ვინაიდან ეს კიდევ უფრო ზრდის ინფიცირების რისკს.

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებისგან დაცვის მიზნით ნიღბების ტარება კარგა ხანია ეფექტურად და აუცილებლად ცნო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, მაგრამ იცავს თუ არა ადამიანს დასნებოვნებისგან ერთჯერადი ხელთათმანები — ამ კითხვაზე პასუხი, დიდი ალბათობით, უარყოფითია, წერს გამოცემა Deutsche Welle.

„მართალია, ექიმები და მთელი სამედიცინო პერსონალი მუშაობისას აუცილებლად იყენებენ ერთჯერად ხელთათმანებს, მაგრამ ეს ხელებს მხოლოდ უხეში დაბინძურებისგან, მაგალითად, სისხლისა და სხვა ბიოლოგიური სითხეებისგან იცავს. რაც შეეხება ბაქტერიებსა და ვირუსებს, ხელთათმანები მხოლოდ მოკლეხნიან დაცვას უზრუნველყოფს“, — წერს გამოცემა. 

როგორც ირკვევა, ერთჯერადი ხელთათმანები ფოროვანი მასალისგან მზადდება და ამიტომ რაც უფრო დიდხანს ატარებთ მათ, მით უფრო მარტივად აღწევს შიგნით პათოგენები და მიკროორგანიზმები. 

„სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ექიმები ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენების შემდეგ საგულდაგულოდ იბანენ და დეზინფექციას უტარებენ ხელებს“, — ნათქვამია გერმანული გამოცემის სტატიაში. 

გამოცემა აზუსტებს, რომ ვინილის, ლატექსისა თუ ნიტრილისგან დამზადებული ხელთათმანები სტერილურობის ცრუ შეგრძნებას ბადებს და „უფრო მეტიც, ექიმები გვაფრთხილებენ, რომ ხელთათმანების ტარებამ შესაძლოა კიდეც გაზარდოს ინფიცირების რისკი. ერთჯერად ხელთათმანებში კანი სწრაფად ოფლიანდება, ხოლო თბილი და ტენიანი ატმოსფერო იდეალური გარემოა ყველა სახის ბაქტერიებისა და ვირუსებისთვის“. 

იგივე შეხედულებისაა გერმანელი ექიმი იენს მეთიუსი, რომლის თქმითაც „ძალიან მოკლე დროში ერთჯერადი ხელთათმანი იმაზე მეტ ბაქტერიას იგროვებს ზედაპირზე, ვიდრე ხელები“. 

ინფიცირების კიდევ ერთი გზა: მეცნიერი ვირუსის დავიწყებულ თვისებას ასახელებს>>

ავსტრიის ინფექციური კონტროლის (ÖGKH) ხელმძღვანელი ოიან ასადიანი უკვე მრავალი წელია აფრთხილებს ადამიანებს სამედიცინო ხელთათმანების ყოფაში გამოყენების მიზანშეუწონლობის შესახებ. მისი თქმით, თუ კორონავირუსისგან საკუთარი თავისა და ახლობლების დაცვა გსურთ, ტრადიციულ ზომებს უნდა მიმართოთ — საგულდაგულოდ იბანოთ ხელები საპნით, ხელთათმანებით მაღაზიებში სიარული კი ნამდვილად არ არის გამოსავალი.

 

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (416)

მთავარი თემები