Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

გაირუჯეთ შიშვლები, მაგრამ ნიღბებით: პოლიცია ნუდისტებს აფრთხილებს

© REUTERS / Ciro De Lucaადამიანები პლაჟძე კარანტინის მოხსნის შემდეგ
ადამიანები პლაჟძე კარანტინის მოხსნის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქის პოლიციამ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ადგილობრივებმა მათ საჩივრით მიმართეს, რომ პლაჟებზე ბევრი ადამიანი იყრის თავს ნიღბების გარეშე.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. ნუდისტურ პლაჟებზე გარუჯვის მოყვარულებს კვალავაც შეუძლიათ შიშვლები მიეფიცხნენ მზეს, მაგრამ აუცილებელია ეკეთოთ სამედიცინო ნიღბები, ნათქვამია ჩეხეთის ქალაქ ლაზნი–ბოგდანეცის პოლიციის განცხადებაში, რის შესახაბაც წერს მსოფლიო მასმედია. 

​გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის პოლიციამ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ადგილობრივებმა მათ საჩივრით მიმართეს, რომ პლაჟებზე ბევრი ადამიანი იყრის თავს ნიღბების გარეშე.

„გვესმის, რომ ბევრს არ აქვს სახლის წინ ბაღი და მათ სუფთა ჰაერით სუნთქვა ბუნებაში უწევთ. მაგრამ თუ გვსურს, რომ შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნას, ყველამ უნდა შევასრულოთ ხელისუფლების მიერ დაწესებული ზომები. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არ მოხდება“, — ხაზგასმულია განცხადებაში.

როგორც ირკვევა, პოლიციის მიმართვამ შედეგი ნაწილობრივ გამოიღო. პლაჟის განმეორებით შემოწმების დროს სამართალდამცველებმა დააფიქსირეს, რომ 150 შიშველი დამსვენებლიდან მხოლოდ ნახევარს არ ეკეთა ნიღაბი.

 

ყველა ახალი ამბავი
0