მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საჭიროა რევოლუცია: სააკაშვილი უკრაინის ელიტას ემუქრება

© photo: AFP 2020 / SERGEI SUPINSKYმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოდესის ექს-გუბერნატორის თქმით, პრობლემის თავიდან ასარიდებლად სულ რამდენიმე თვე არსებობს და ამიტომ სჯობს ყური მიუგდონ მისგვარ „ძველ და გამოცდილ პროფესიონალებს“

თბილისი, 10 მაისი ― Sputnik. უკრაინაში რეფორმების არცერთმა მცდელობამ არ მოიტანა შედეგი, ადგილებზე რჩებიან ისინი, ვინც კარგად გრძნობენ თავს „საკვებით სავსე ბაგასთან“, განაცხადა მიხელ სააკაშვილმა სატელევიზიო თოქ-შოუში Свобода слова Савіка Шустера. 

„უკრაინაში უნდა მოხდეს ანტიბიუროკრატიული, ანტიელიტური რევოლუცია. ის ადამიანები, ვინც თავს კარგად გრძნობენ ამ „ბაგაზე“, არსად წასულან, ისინი დარჩნენ. ისინი ელოდებიან, როდის გაგვივლის ენთუზიაზმი, როდის დასუსუტდებიან ადამიანები, რომლებსაც ცვლილებები უნდათ, რომ კვლავ თქვან, ხომ გაფრთხილებდით, არაფერი გამოუვათო“, ― აღნიშნა სააკაშვილმა.

ოდესის ექს-გუბერნატორის თქმით, „არის სულ რამდენიმე თვე ამის თავიდან ასარიდებლად“ და ამიტომ სჯობს ყური მიუგდონ მისგვარ „ძველ და გამოცდილ პროფესიონალებს“. 

ვლადიმირ ზელენსკი - Sputnik საქართველო
„შედეგი უახლოეს თვეებში უნდა იყოს“: ზელენსკიმ განმარტა, რას ელოდება სააკაშვილისგან

სააკაშვილის აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ „ჩინეთიდან საწარმოები გადიან“, უკრაინას კვლავ შეუძლია გახდეს „ევროპის ინდუსტრიული ჰაბი“, მაგრამ ინვესტორების მოსაზიდად „სრულიად სხვაგვარი გადასახადები და სასამართლოებია საჭირო“. კერძოდ, პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ უკრაინი ანტიკორუფციული სასამართლო ჯერჯერობით „ძალიან პატარაა და მოუქნელი“, ხოლო ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს „უკეთ მუშაობა შეუძლია“.

ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ვიხილავთ მორიგ ჯერზე გამოძევებულ სააკაშვილს - ირაკლი ღარიბაშვილი>>

შეგახსენებთ: საქართველოს ექს–პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ქვეყნის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა. ამის პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ კიევიდან კონსულტაციებზე გამოიწვია ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე. ამ გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტმა შეცდომა უწოდა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველო არ აპირებს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას.

ყველა ახალი ამბავი
0