„ეს პარალელურ სამყაროში გადასვლაა“: პროფესორი განმარტავს, რატომ არ არსებობს სიკვდილი

CC0 / Pixabay / ადამიანის სილუეტი მზის ფონზე
ადამიანის სილუეტი მზის ფონზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლანცა დარწნმუნებულია, რომ  არსებობს უამრავი სამყარო და როდესაც სხეული ერთში კვდება, მეორეში იბადება ცნობიერების იმ ნაკრებით, რომელიც თან გადაჰყვება სხვა სამყაროში

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. ბიოცენტრიზმის თეორიის თანახმად, სიკვდილი არის ილუზია, რომელსაც ადამიანის ცნობიერება ქმნის, აცხადებს ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ ლანცა. მეცნიერმა საკუთარი იდეები აღწერა წიგნში „ბიოცენტრიზმი: სიცოცხლე და ცნობიერება — გასაღები სამყაროს ჭეშმარიტი ბუნების გასაგებად“.

სამედიცინო აპარატზე შეერთებული პაციენტი - Sputnik საქართველო
როგორია სიკვდილისწინა განცდები: მეცნიერული კვლევა 35 ქვეყანაში

მკვლევარის თქმით, ადამიანის სიცოცხლე მრავალწლოვან მცენარეს ჰგავს და ის ყოველთვის ბრუნდება უკან, რათა კვლავ იხაროს მულტისამყაროში. 

პროფესორ ლანცას მიაჩნია, რომ ადამიანებს სიკვდილის არსებობა იმიტომ სჯერათ, რომ მათ ცნობიერებაში  სიცოცხლე შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებასთან ასოცირდება. რეალურად კი, მეცნიერის აზრით, სიკვდილი არ არის სიცოცხლის აბსოლუტური დასასრული — ეს მხოლოდ პარალელურ სამყაროში გადასვლაა.

„ფიზიკაში დიდი ხანია არსებობს თეორია სამყაროთა უსაზღვრო რაოდენობაზე — ვითარებისა და  ბინადრების სხვადასხვა ვარიაციებით.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ სიკვდილი პრინციპში არ არსებობს“, — აცხადებს მეცნიერი.

ლანცა დარწნმუნებულია, რომ  არსებობს უამრავი სამყარო და როდესაც სხეული ერთში კვდება, მეორეში იბადება ცნობიერების იმ ნაკრებით, რომელიც თან გადაჰყვება სხვა სამყაროში. და ასე მეორდება დაუსრულებლად.

„ცნობიერება ენერგიასავითაა, რომელიც არც ქრება და არც ნადგურდება“, — ირწმუნება პროფესორი. 

მამაკაცის სილუეტი გამოწვდილი ხელით - Sputnik საქართველო
საიქიო ცხოვრების კიდევ ერთი დასტური: რას ჰყვება „უკან“ დაბრუნებული მამაკაცი

კლინიკური სიკვდილის ფენომენი: ამბავი კოპლებიანი კაბისა და დასიზმრებული პაციენტებისა>>

რობერტ ლანცა უნივერსიტეტის რეგენერაციული მედიცინის პროფესორი და კომპანია Advanced Cell Technology–ს სამეხნიერო ხელმძღვანელია. ის  ცნობილია კვლევებით ღეროვანი უჯრედების სფეროში და ასევე მის ანგარიშზეა რამდენიმე წარმატებული ექსპერიმენტი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების კლონირების კუთხით.

თუმცა რამდენიმე წსლის წინ ლანცა ფიზიკით, კვანტური მექანიკითა და ასტროფიზიკით დაინტერესდა, რის შემდეგაც დაებადა კიდეც „ახალი ბიოცენტრიზმის“ იდეა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0