მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კობი ბრაიანტის მეუღლე სასამართლოში ჩივის: კომპენსაცია შემაძრწუნებელი ფოტოებისთვის

© AP Photo / Chris Pizzelloკობი ბრაიანტი
კობი ბრაიანტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სარჩელში აღნიშნულია, რომ შერიფის დეპარტამენტის ერთ–ერთმა თანამშრომელმა ფოტოები ბარში გამოიყენა ქალის ყურადღების მისაპყრობად

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. ავიაკატასტროფაში დაღუპული კობი ბრაიანტის მეუღლე ლოს–ანჯელესის ოლქის შერიფის დეპარტამენტს უჩივის იმ ფოტოების გავრცელების გამო, რომლებიც მათ ვერტმფრენის კატასტროფის ადგილზე გადაიღეს, იუწყება Los Angeles Times-ი.  

​შეგახსენებთ, NBA–ს ხუთგზის ჩემპიონი კობი ბრაიანტი და მისის 13 წლის ქალიშვილი მიმდინარე წლის 26 იანვარს ტრაგიკულად დაიღუპნენ ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, რომელშიც მათ გარდა კიდევ შვიდი ადამიანი იმყოფებოდა. ბორტზე მყოფთაგან ცოცხალი არავინ გადარჩა.

ვანესა ბრაიანტი კომპენსაციას მოითხოვს იმ „ემოციური განცდებისა და სულიერი ტანჯვისთვის“, რომლებიც მას შერიფის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მიაყენეს კატასტროფის ადგილზე შემაძრწუნებელი ფოტოების გადაღებითა და მათი სხვებისთვის გაზიარებით. კომპენსაციის რაოდენობა არ კონკრეტდება.

ბრაიანტების ოჯახის წარმომადგენლის თქმით, სარჩელი უკვე შეტანილია. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული კალათბურთელის მეუღლემ პირადად სთხოვა შერიფ ალექს ვილანუევუს, უზრუნველეყო კონფიცენციალობის დაცვა. მიუხედავად ამისა, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პირადი მიზნებით, მაინც გადაუღეს სურათები დაღუპულ ადამიანებს.

სარჩელში აღნიშნულია, რომ დეპარტამენტის ერთ–ერთმა თანამშრომელმა ფოტოები ბარში გამოიყენა ქალის ყურადღების მისაპყრობად.

ყველა ახალი ამბავი
0