22:48 07 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4477
  • 100 RUB4.2454
  • USD3.0532
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1812)
118 0 0

აღსანიშნავია, რომ უზენაეს სასამართლოს მოსმენების დროს უხერხულ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. აშშ-ის უზენაესი სასამართლოს სატელეფონო მოსმენები უნიტაზში ჩაშვებული წყლის ხმამ დაარღვია, იტყობინება გამოცემა The Hill. 

აშშ-ის უზენაესი სასამართლო, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, მიმდინარე კვირაში პირველად ატარებს მოსმენებს ტელეფონით — დისტანციურად. ასევე პირველად დართეს ნება ფართო საზოგადოებას, დისტანციურად დასწრებოდნენ მოსმენებს ტელეკონფერენციაზე ჩართვის გზით. 

უნიტაზში წყლის ჩაშვებისთვის დამახასიათებელი ხმა ტელეფონებში მაშინ გაისმა, როდესაც იურისტი რომან მარტინესი სიტყვით გამოდიოდა და მობილურ ტელეფონებზე ავტომატური სარეკლამო ზარების ამკრძალავი კანონის გაუქმებას მოითხოვდა. უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ხმამაღალ კავშირზე იმ მომენტისთვის.

ფაქტია, რომ ამის შემდეგ ტელეფონით დაუსწრებელი მოსმენების პროცესი ჩაიშალა.

სატელეკომუნიკაციო ფედერალური უწყების (FCC) ხელმძღვანელმა აჯიტ პაიმ სიტუაციაზე ირონიული კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ხმა, რომელიც ადვოკატის მიერ მისი უწყების ხსენებისთანავე გაისმა, არ უნდა იყოს ინტერპრეტირებული, როგორც სასამართლოს დამოკიდებულება FCC-ს მიმართ.

უზენაეს სასამართლოს ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.  

თემები:
მსოფლიო დღეს (1812)

მთავარი თემები