მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა შვილის ვიდეო გამოაქვეყნეს: ბიჭუნა საოცრად ჰგავს მამას

© REUTERS / Henry Nichollsპრინცი ჰარი და მეგან მარკლი
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიდეო გამოქვეყნებულია Instagram-ში არაკომერციული ორგანიზაცია Save the Children-ის აკაუნტზე, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვითაა დაკავებული.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა თავიანთი პირველი შვილის არჩის დაბადების დღესთან დაკავშირებით ვიდეო გამოაქვეყნეს, რომელზეც ჩანს, როგორ უკითხავს დედა შვილს წიგნს.

აღინიშნება, რომ ვიდეო თავად სასექსის ჰერცოგმა გადაიღო.

View this post on Instagram

A post shared by Save The Children UK (@savechildrenuk) on

ბიჭუნა, რომელიც ძლიან ჰგავს მამას, დედას წიგნის გადაფურცვლაში ეხმარება, შემდეგ კი სხვა წიგნს ჰკიდებს ხელს და ძირს აგდებს.

ვიდეო გამოქვეყნებულია Instagram-ში არაკომერციული ორგანიზაცია Save the Children-ის აკაუნტზე, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვითაა დაკავებული. 

როგორც გამოცემა Sky News-ი წერს, სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ არჩის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში არჩის ფოტოები აქამდე მხოლოდ რამდენჯერმე გამოაქვეყნეს. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მშობლებმა მასმედიის წარმომადგენლებს ბავშვის გადაღების უფლება მისცეს, ეს ნობელის პრემიის ლაურეატ დესმონდ ტუტუსთან შეხვედრა იყო.

ყველა ახალი ამბავი
0