02:41 04 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1799)
31511

აშშ-ს აქვს ერთი მიზანი — შესრულდეს სინგაპურში მიღწეული შეთანხმება, რაც ასევე მოიცავს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლებას, აღნიშნა პომპეომ.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. აშშ-ს უჩვეულოდ მიაჩნია ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის გაუჩინარება და ყველანაირი სცენარისთვის მზადაა, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ რადიო IHeart-ის ეთერში. 

მისი თქმით, კიმ ჩენ ინს უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობა არ მიუღია.

„ეს არ არის გაუგონარი რამ, თუმცა უჩვეულოა. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამას და ვმუშაობთ, რათა მზად ვიყოთ ნებისმიერი სიტუაციისთვის“, — აღნიშნა პომპეომ.

მისი თქმით, რაც უნდა მოხდეს, შეერთებულ შტატებს აქვს ერთი მიზანი — შესრულდეს სინგაპურში მიღწეული შეთანხმება, რაც ასევე მოიცავს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლებას.

აღსანიშნავია, რომ კიმ ჩენ ინი საჯაროდ ბოლოს 11 აპრილს გამოჩნდა, როდესაც მან კორეის მშრომელთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს სხდომა ჩაატარა შიდა პოლიტიკის საკითხებზე. 12 აპრილს ის არ დასწრებია უმაღლესი სახალხო კრების ყოველწლიურ სესიას და ასევე, პირველად მისი მმართველობის ისტორიაში, არ მიუღია მონაწილეობა კიმ ირ სენის დაბადებიდან 108-ე წლისთავის აღსანიშნავ ცერემონიაში.

მთავარ ეროვნულ დღესასწაულზე მისმა არგამოჩენამ წარმოშვა ეჭვები მისი ავადმყოფობის შესახებ. ამასთან დაკავშირებით აქამდე არ გაუკეთებიათ კომენტარი არც ქვეყნის ოფიციალურ პირებს და არც მასმედიას.

მოგვიანებით სოციალური ქსელებით ასევე გავრცელდა ხმები კიმ ჩენ ინის გარდაცვალების შესახებ, ხოლო ტელეკომპანია CNN-მა აშშ-ის ადმინისტრაციაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი სწავლობდა დაზვერვის მონაცემებს კიმ ჩენ ინის გაუარესებული ჯანმრთელობის შესახებ გადატანილი ოპერაციის შემდეგ. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მასმედიით გავრცელებილი ცნობები არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. კიმ ჩენ ინის ავადმყოფობის შესახებ ხმებს არ ადასტურებს არც სამხრეთ კორეის ხელისუფლება.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (1799)

მთავარი თემები