17:22 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8067
  • 100 RUB4.1413
  • USD3.2222
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2164)
75 0 0

იასუკუნის ტაძარში შენახულია 2,5 მლნ ფირფიტა იმ ჯარისკაცებისა და ოფიცრების სახელებით, რომლებიც იმპერატორისა და იაპონიისთვის ბრძოლებში დაეცნენ სხვადასხვა ომებში. მათ შორისაა მეორე მსოფლიო ომის 14 სამხედრო დამნაშავის სახელებიც.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ რიტუალური ძღვენი შესწირა სინტოისტურ ტაძარ იასუკუნის, იუწყება სააგენტო „კიოდო“.

პრემიერის სახელით ტაძარს, რომელიც აზიის ქვეყნებში იაპონიის მილიტარიზმის სიმბოლოდ მიიჩნევა, მიართვეს წყვილი „მასაკაკი“ — კლეიერის ტოტებითა და ლენტებით შეკრული ორი პოსტამენტი, რომელთაგან მარჯვენაზე რიტუალური სარკე და მაგატამა, ანუ იასპის სამკაულია მოთავსებული, ხოლო მარცხენაზე — ხმალი. ეს სამივე საგანი ემთხვევა იმპერატორის ხელისუფლების სიმბოლოებს.  

​აღსანიშნავია, რომ სინძო აბე თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ერთადერთხელ, 2013 წელს ეწვია ტაძარს პირადად, რასაც არა მარტო მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ჩინეთისა და სამხრეთ კორეის მხრიდან, არამედ ურთიერთობების შესამჩნევი გაცივებაც იაპონიის მთავარ მოკავშირესთან — შეერთებულ შტატებთან. მას შემდეგ პრემიერ-მინისტრი წელიწადში სამჯერ ტაძარში რიტუალური ძღვენის გაგზავნით შემოიფარგლება. 

გარდა მთავრობის მეთაურისა, ტაძარში ძღვენი გაგზავნეს ეროვნულ საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრებმაც. განსხვავებით წინა წლებისგან, ქვეყნის პარლამენტის წევრებმა, რომლებიც ტრადიციულად სტუმრობენ ხოლმე იასუკუნის, ამჯერად თავი შეიკავეს ტაძარში მისვლისგან კორონავირუსის ეპიდემიის გამო.

ირკვევა, რომ ჩინეთი და სამხრეთ კორეა იაპონიის მთავრობის წევრების ტაძარში ვიზიტსაც კრიტიკით ხვდებიან, ვინაიდან ამაში იაპონიის იმპერიული ამბიციებისა და მილიტარისტული სულის აღორძინების ნიშნებს ხედავენ.

იასუკუნის ტაძარი ცნობილია იმით, რომ იქ შენახულია 2,5 მლნ ფირფიტა იმ ჯარისკაცებისა და ოფიცრების სახელებით, რომლებიც იმპერატორისა და იაპონიისთვის ბრძოლებში დაეცნენ სხვადასხვა ომებში. მათ შორისაა მეორე მსოფლიო ომის 14 სამხედრო დამნაშავის სახელებიც.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2164)

მთავარი თემები